ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 19 საათი, 37 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 68637     

პოზიციის დასახელება
ელექტრონული სერვისების დანერგვისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; ფიზიკური და იურიდიული პირების მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით უზრუნველყოფა; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
                    
კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა
24.01.2022
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი

ფუნქციები
                             ა) რეალიზებული ამოცანის ტესტირება, აღმოჩენილი ხარვეზების დაფიქსირება შესაბამის სისტემაში;
ბ) ტესტირების სრული ციკლის ხარვეზის გარეშე დასრულების შემდეგ დადებითი რეკომენდაციის გაწევა პროექტის მზაობაზე;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვა;
დ) პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის/დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები
0322944120 (4010)

დამატებითი მოთხოვნები
                    • სტუდენტი/ბაკალავრი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
• ტესტირების სასიცოცხლო ციკლის (STLC) ცოდნა;
• Test case design მეთოდების ცოდნა;
• პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესებსა და მეთოდების ფლობა;
• Sql, html და Css საბაზისო დონეზე ცოდნა;
• სასურველია Jira, Confluence, Slack-ში მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია ტექნიკური ინგლისურის ცოდნა.

• ანალიტიკური აზროვნება;
• ორგანიზებულობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
• შედეგზე ორიენტაცია;
• დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
• მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
• აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
• გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                სტაჟირების კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება