ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 19 საათი, 42 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 68636     

პოზიციის დასახელება
ელექტრონული სერვისების დანერგვისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; ფიზიკური და იურიდიული პირების მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით უზრუნველყოფა; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
                    
კატეგორია
პროგრამირება
განცხადების ბოლო ვადა
24.01.2022
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             - უზრუნველყოფს ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავებას, რეალიზაციასა და დანერგვას;
- ახორციელებს არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერასა და განახლებას;
- უზრუნველყოფს სააგენტოში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული სისტემებისათვის აღმწერი დოკუმენტაციის შექმნასა და წარმოებას;
- მისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვას;
- უზრუნველყოფს თავმჯდომარის, დეპარტამენტის უფროსის და სისტემის არქიტექტორის მითითებებისა და დავალებების შესრულებას.
            

მოთხოვნები
 
სამუშაო გამოცდილება
2 წელი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
MS SQL Server            კარგი
T-SQL            კარგი
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები
0322944120 (4010)

დამატებითი მოთხოვნები
                    • სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
• ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• .Net Framework-თან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება და C#-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
• რელაციურ ბაზებთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია MSSQL;
• SOAP და REST სერვისების შექმნის და მხარდაჭერის გამოცდილება (Asp.Net MVC , Asp.Net Web Api-ის ცოდნა);
• აპლიკაციის დიზაინ პრინციპების ცოდნა და მათი პროექტებში გამოყენების გამოცდილება;
• TFS და VISUAL STUDIO-ს კარგი ცოდნა;
• EventDriven არქიტექტურის ცოდნა;
• სასურველია UnitTesting-ის გამოცდილება;
• სასურველია Angular(>2)-ის ცოდნა.

• შედეგზე ორიენტაცია;
• პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
• გუნდური მუშაობა;
• მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
• ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
• აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
• გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება