ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 19 საათი, 54 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 1


ვაკანსიის N 68635     

პოზიციის დასახელება
ელექტრონული სერვისების დანერგვისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსი პროგრამისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; ფიზიკური და იურიდიული პირების მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით უზრუნველყოფა; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
                    
კატეგორია
პროგრამირება
განცხადების ბოლო ვადა
24.01.2022
თანამდებობრივი სარგო:
7500 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             - დასმულ ამოცანასთან გაცნობა, ამოცანის დასმის პროცესში გამოცდილების ფარგლებში შესაბამისი კორექტივებისა და რეკომენდაციის გაწევა; ამოცანის დასმაში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროულ ესკალაცია (ამოცანის ჩაბარებამდე);
- რეალიზაციის ვადების სავარაუდო შეფასება;
- დასმული ამოცანის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა;
- შემდგომ ეტაპზე აღმოჩენილი შეცდომების დროული შესწორება;
- ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის მიერ პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში დახმარების გაწევა;
- პროგრამულ უზრუნველყოფაში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში საკითხის ესკალაცია;
- სააგენტოში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული სისტემებისათვის აღმწერი დოკუმენტაციის შექმნა და წარმოება;
- iOS და Android დეველოპმენტის მიმართულებით პროექტების რეალიზება;
- დეპარტამენტის უფრო დაბალი რანგის პროგრამისტებისთვის კონსულტაციების გაწევა და მიმართულების მიცემა;
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- თავმჯდომარის, დეპარტამენტის უფროსის და სისტემის არქიტექტორის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
სამუშაო გამოცდილება
3 წელი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
C#            ძალიან კარგი
MYSQL            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები
0322944120 (4010)

დამატებითი მოთხოვნები
                    • სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგების მიმართულებით;
• ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• .Net Framework-თან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• რელაციურ ბაზებთან მუშაობის 3-4 წლიანი გამოცდილება, სასურველია MSSQL T-SQL-ის ძალიან კარგად ცოდნა;
• SOAP და REST სერვისების შექმნის და მხარდაჭერის გამოცდილება (Asp.Net Web Api-ის, Asp.Net Core -ის მაღალ დონეზე ცოდნა);
• Application Design Patterns მაღალ დონეზე ცოდნა და მათი პროექტებში გამოყენების გამოცდილება;
• Multi-Tier აპლიკაციების შექმნისა და მხარდაჭერის გამოცდილება;
• TFS და VISUAL STUDIO0-ს ძალიან კარგი ცოდნა;
• სასურველია UnitTesting-ის გამოცდილება;
• სასურველია Angular(>2)-ის ცოდნა;
• EventDriven არქიტექტურის ცოდნა.

• შედეგზე ორიენტაცია;
• პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
• გუნდური მუშაობა;
• მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
• ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • სასურველია, კანდიდატმა, არსებობის შემთხვევაში, ასახოს ინფორმაცია iOS და Android დეველოპმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილების შესახებ;
• აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
• აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
• გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება