ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

11 დღე, 20 საათი, 26 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 43


ვაკანსიის N 68631     

პოზიციის დასახელება
სტაჟირება საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტში
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე საგადასახადო და საბაჟო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და აწარმოებს გამოძიებას; ახორციელებს სათამაშო ბიზნესის სახელმწიფო რეგულირებას; უზრუნველყოფს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.mof.ge
                    
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
02.02.2022
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
8
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             •	შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიზნით, გათვალისწინებულ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება;
•	დაბეგვრასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის ანალიზი;
•	საბაჟო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
•	საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
•	საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის მიზნით, კონკრეტული წინადადებების შესწავლა, პრობლემების იდენტიფიცირება, რეკომენდაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
•	წინასწარი გადაწყვეტილებების პროექტების გაცნობა და შესაბამისი მოსაზრებების გაზიარება, საჯარო გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
•	დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ცალკეული დავალებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

საქართველოს საბაჟო კოდექსი;

საქართველოს მიერ დადებული „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებები;

„საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება;

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“

  (სამართლებრივი აქტების ცოდნის დონე შემოწმდება გასაუბრების ეტაპზე).


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ.№16
საკონტაქტო ტელეფონები
591 10 08 44
საკონტაქტო პირი
თამილა ფოლადიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება ან უმაღლეს განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დამამთავრებელ კურსზე/სემესტრზე ან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის შესახებ;


ინგლისური ენის ცოდნა (C1 დონე). ინგლისური ენის ცოდნის დონე შემოწმდება გასაუბრების ეტაპზე.

საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა.
	
შემდეგი უნარ-ჩვევები:

• გუნდური მუშაობის უნარი
• დროის მართვის უნარი
• ორგანიზების უნარი
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
• ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი
• დეტალებზე ორიენტირებულობა

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, კონკურსის გამოცხადების დღიდან 20 დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge. 

სტაჟირების ვადა განისაზღვრება მინიმუმ ერთი თვით. შესაძლებელია მისი 6 თვემდე ვადით გაგრძელება.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

•	უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა კანდიდატმა განცხადებასთან ერთად წამოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე) ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე/სემესტრზე ან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის შესახებ;
•	სამოტივაციო წერილი.

კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.mof.ge. ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი აქტების მოძიება შესაძლებელია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ გვერდზე www.matsne.gov.ge  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერზე www.mof.ge  


კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
1. განცხადების გადარჩევა  (კონკურსის ბოლო ეტაპზე - გასაუბრება სტაჟიორთა შესარჩევ კომისიასთან - გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას);
2. გასაუბრება სტაჟიორთა შესარჩევ კომისიასთან - გასაუბრება მოიცავს კანდიდატის მოტივაციის, უნარ-ჩვევების, სამინისტროს სტრუქტურის და საქმიანობის ცოდნის და ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელ კითხვებს, ასევე კითხვებს დანართში მითითებული სამართლებრივი აქტებიდან.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის გადაწყვეტილება  მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება