ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 20 საათი, 48 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 27


ვაკანსიის N 68627     

პოზიციის დასახელება
სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
28.01.2022
თანამდებობრივი სარგო:
6160 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             დევნილთა სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება;
დევნილთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი განსახლების ორგანიზება;
დევნილთა და ეკომიგრანტთა საჭიროებებზე მორგებული საარსებო წყაროების პროექტების/პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების უზრუნველყოფა;
ეკომიგრანტის დაზარალების ფაქტის დადგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

 ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

 გ) „საქართველოს შრომის კოდექსი“;

 დ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონი;

 ე) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო დაწესებულებაში  ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

 ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, აკაკი წერეთლის 144
საკონტაქტო ტელეფონები
2510041 (06-11)
საკონტაქტო პირი
ასმათ ქარდავა

დამატებითი მოთხოვნები
                    - უცხო ენის ცოდნა;

- სამუშაო გამოცდილება - პროექტების განხორციელებისა და მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 3 წლის  გამოცდილება.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამარტივებული კონკურსი ცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
- „სამოტივაციო წერილი“ - ამ თანამდებობაზე კანდიდატის შესაბამისობის შესახებ;
- კონკურსანტმა ასევე, უნდა მიუთითოს არანაკლებ 2 რეკომენდატორი, რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- გასაუბრებისათვის დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან (კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა. 
გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე.

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება