ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 19 საათი, 40 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 10


ვაკანსიის N 68618     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწე
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
23.01.2022
თანამდებობრივი სარგო:
1300 ლარი
ადგილების რაოდენობა
3
სამსახურის ადგილმდებარეობა
ქუთაისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             1. ახორციელებს მოქალაქეებთან კომუნიკაციას, ეცნობა მათ განცხადებებსა და საჩივრებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
2. მოსამართლის დავალებით ადგენს სასამართლო აქტების, ასევე სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტების პროექტებს, უზრუნველყოფს მათ სრულყოფას და სიზუსტეს და წარუდგენს მოსამართლეს.
3. ახორციელებს საქმისწარმოებას, მათ შორის: მიღებული კორესპონდენციის შენახვას, მხარეებისთვის გაგზავნას, უზრუნველყოფს სასამართლო დოკუმენტაციის გადაცემას, სასამართლო სხდომისათვის საქმის მომზადებას;
4. უზრუნველყოფს მხარეთათვის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შეტყობინებას, აგზავნის სასამართლო უწყებებს, აკონტროლებს უწყებათა სასამართლოში დაბრუნებას და აწვდის ინფორმაციას მოსამართლეს ადრესატისთვის მათი ჩაუბარებლობის მიზეზების შესახებ, უწყებების ჩაუბარებლობის შემთხვევაში ახდენს ადრესატების ინფორმირებას სხდომის თაობაზე სხვა ალტერნატიული გზით. ასევე ინფორმაციას აწვდის მოსამართლეს პროცესის მონაწილეთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე;
5. ადგენს სასამართლოს სხდომების გრაფიკებს;
6. უზრუნველყოფს საჯარო შეტყობინებათა გამოქვეყნებას;
7. უზრუნველყოფს ნივთიერ-მტკიცებულებათა შენახვას;
8. უზრუნველყოფს საქმის დაცვა/შენახვას;
9. აწვდის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს მხარეთათვის გადასაცემ დოკუმენტაციას;
10. უზრუნველყოფს საქმის მასალების ქრონოლოგიურ აღწერას და შეკერვას;
11. ახდენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების აღსრულებას;
12. უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული, დამთავრებული საქმეების კანცელარიისთვის გადაცემას, მათ სრულყოფას და სიზუსტეს;.
13. უზრუნველყოფს ზუსტი და დროული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისი სამსახურისთვის მომზადებას და გადაცემას;
14. ახორციელებს საპროცესო დოკუმენტების ერთიან ელექტრონულ პროგრამაში განთავსებას და დაშტრიხვას სათანადო წესით;
15. მოთხოვნისამებრ და კომპეტენციის ფარგლებში აცნობს სამუშაო პროცესებს ახალ თანამშრომელს ან/და სტაჟიორს;
16. საჭიროების შემთხვევაში, მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ასრულებს სხდომის მდივნის ფუნქცია-მოვალეობებს.
17. კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელთა ცალკეულ დავალებებს;
18. ახორციელებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობა;

გ) „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 01 მაისის #1/56 გადაწყვეტილება ,,საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესი“

ე) „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

ზ) „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულება;

თ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ქუთაისი ვ. კუპრაძის №11
საკონტაქტო ტელეფონები
595525274
საკონტაქტო პირი
ანა ადამია

დამატებითი მოთხოვნები
                    - როგორც წესი, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო კურსის გავლა ან მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, ან/და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან რეზერვში ჩარიცხული პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
- კონკურსის ეტაპების შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- კონკურსს ჩაატარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საკონკურსო კომისია (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

„ჩემი რეზიუმეს” შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ან ცნობა);
2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (გერბიან ბლანკზე დაბეჭდილი ან ბეჭდით დამოწმებული) დოკუმენტის ასლი.

კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხმათა უმრავლესობით,განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება