ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 21 საათი, 23 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 16


ვაკანსიის N 68578     

პოზიციის დასახელება
საჯარო სამართლის იურიდიული პირი -„გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დირექტორის მოადგილე სამედიცინო საკითხთა რეგულაციისა და სამკურნალო დარგში
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა
23.01.2022
თანამდებობრივი სარგო:
4750 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             
- ანალიზი და დაგეგმვა:
- სამხედრო ჰოსპიტლის მიზნებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, სამედიცინო საკითხთა რეგულაციისა და სამკურნალო სფეროში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
- მართვა: 
- სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო-სამკურნალო საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელების, კოორდინაციისა და შეფასების პროცესების მართვა;
- დაავადებათა ოპერაციული გზით მკურნალობის მეთოდების უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების მართვა;
- დაავადებათა კონსერვატიული გზით მკურნალობის მეთოდების უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების მართვა;
- გადაუდებელი დახმარების, რენიმაციისა და ინტენსიური თერაპიის  უზრუნველყოფისათვის საჭირო პროცედურების მართვა;
- ამბულატორიული პროცესების მართვა;
-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთათვის, სამხედრო-საექიმო კომისიის გავლისათვის საჭირო პროცედურების მართვა;
- ბიოეთიკის კომისიის მუშაობის უზრუნველყოფა;
- სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- სამხედრო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- პათოლოგიურ პროცესთა და ავადმყოფობათა დიაგნოსტიკისა და კატეგორიებად დაყოფისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების მართვა
დამატებითი ფუნქციები: 
- სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება;
- სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება და სამხედრო ჰოსპიტლის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
6 წელი
პროფესია
ჯანდაცვის მიმართულებით.
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს შრომის კოდექსი;

-საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

-საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

- საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

- „სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულება;

- „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება;

- „ფარმაცევტულ, სამედიცინო,  ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე,  სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანება;

-„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანება;

- „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის 20
საკონტაქტო ტელეფონები
2950780
საკონტაქტო პირი
მარიამ მალუძე

დამატებითი მოთხოვნები
                    -სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-წლიანი გამოცდილება.
-სასურველია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.
-ძირითადი კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
-სასურველია უცხო ენის ცოდნა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამარტივებული კონკურსი ცხადდება:
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის --„გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დირექტორის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად;

შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი; უცხოენოვანი დიპლომის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი.
ბ) შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით, უცხოენოვანი ცნობის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული).

- კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს არანაკლებ 2 (ორი) რეკომენდატორი;
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე);
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ვაკანტურ თანამდებობებზე ჩასატარებელი კონკურსის პროგრამის, პირობები და ეტაპები იხილეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (www.mod.gov.ge).

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება