ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 19 საათი, 30 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 11


ვაკანსიის N 68577     

პოზიციის დასახელება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა
23.01.2022
თანამდებობრივი სარგო:
4950 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი

ფუნქციები
                             - ანალიზი და დაგეგმვა:
- სამხედრო ჰოსპიტალის მიზნებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება;
 მართვა:
- სამხედრო ჰოსპიტლის საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელების, კოორდინაციისა და შეფასების პროცესების მართვა;
- სამხედრო ჰოსპიტალის სამოქმედო გეგმების განხორციელების ზედამხედველობა;
-სამხედრო ჰოსპიტალის პაციენტების უფლებების დაცვის კონტროლი;
- სამხედრო ჰოსპიტლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი; - სამხედრო ჰოსპიტლის წარმომადგენლობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
-სამხედრო ჰოსპიტლის ადამიანური რესურსების მართვა;
-საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ჰოსპიტლის საქმიანობისას სახელმწიფო საიდუმლოების სათანადო რეჟიმის უზრუნველყოფა; - სამხედრო ჰოსპიტლის ქონების და ფინანსური სახსრების მიზნობრივი განკარგვის უზრუნველყოფა;
დამატებითი ფუნქციები:
-სამხედრო ჰოსპიტლის საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი; გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
- სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილება; მათ მიერ ამ ფუნქციების შესრულების ზედამხედველობა და ხარისხის რეგულარულად შეფასება;
-სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
-მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება და სამხედრო ჰოსპიტლის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
8 წელი
პროფესია
სამედიცინო განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

-საქართველოს შრომის კოდექსი;

- საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

-საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

- საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

- საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“;

- „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება;

- „სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულება;

- „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანება;.

 


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის 20
საკონტაქტო ტელეფონები
2950780
საკონტაქტო პირი
მარიამ მალუძე

დამატებითი მოთხოვნები
                    -სამუშაო გამოცდილება:
ა) მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;
გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
დ) სასურველია სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
- ძირითადი კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - საჯარო სამსახურში გამარტივებული კონკურსი ცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის შესარჩევად;
- შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი; უცხოენოვანი დიპლომის არსებობის შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი.
ბ) შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით, უცხოენოვანი ცნობის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
-კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს არანაკლებ 2 (ორი) რეკომენდატორი;
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე);
- ს.ს.ი.პ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ჩასატარებელი გამარტივებული კონკურსის პროგრამის პირობები და ეტაპები იხილეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (www.mod.gov.ge).
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება