ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

3 დღე, 15 საათი, 5 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 28


ვაკანსიის N 68137     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).
                    
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
09.12.2021
თანამდებობრივი სარგო:
1400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             •	საექსტრადიციო ბრძანებების პროექტების მომზადება და ექსტრადიციის პროცედურების დაგეგმვა/განხორციელება;
•	სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულთა გადაცემის/გადმოცემის მიზნით შესაბამისი დასკვნების და ბრძანებების პროექტების მომზადება და გადაცემის/გადმოცემის პროცედურების დაგეგმვა/განხორციელება;
•	პარტნიორ უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო აქტორებთან თანამშრომლობა;
•	საერთაშორისო ღონისძიებებსა თუ უწყებათაშორის შეხვედრებში მონაწილეობა და სამინისტროს პოზიციის წარდგენა;
•	საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის თემატური ანგარიშების/საინფორმაციო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
•	ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისათვის სამინისტროს წარმომადგენლობის შინაარსობრივი მხარის მომზადება/დამუშავება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

·         „საქართველოს კონსტიტუცია“;

·         „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;

·         „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენცია;

·         „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმი (პროტოკოლი);

·         „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი (პროტოკოლი);

·         „მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ“ ევროპული კონვენცია;

·         „მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმი (პროტოკოლი);

·         „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;

·         „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“;

·         „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ“ ევროპული კონვენცია;

·         „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;

·         გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;

·         საერთაშორისო პაქტი „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“;

·         გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“;

·         „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2
რუსული       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 24ა
საკონტაქტო ტელეფონები
2405985

დამატებითი მოთხოვნები
                    •	უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) სამართლის, საერთაშორისო სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
•	1-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, მინიმუმ, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო უწყებაში საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის მიმართულებით;


•	შედეგზე ორიენტაცია;
•	პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;        
•	გუნდური მუშაობა;
•	მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
•	ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; დაზღვევის კორპორაციულ პირობებს.

•	კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

	უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან ცნობა); 
	სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი. 

•	აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
•	აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
•	ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
•	კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
•	შეფასების ეტაპზე კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას (ინგლისურ და რუსულ ენაზე), რომლის წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 51%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება;
•	გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად.


მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება