ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 14 საათი, 35 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 29


ვაკანსიის N 68105     

პოზიციის დასახელება
თავმჯდომარის მოადგილე
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა. 

სააგენტოს შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდი: https://gita.gov.ge/
                    
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
08.12.2021
თანამდებობრივი სარგო:
5400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             •	საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის კოორდინაცია; 
•	ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების ერთიანი პოლიტიკის და სტრატეგიის განხორციელების პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება;  
•	მომსახურებების, ინსტრუმენტების, პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირების პროცესის კოორდინაცია კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისათვის; 
•	ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების, მათ შორის საექპორტო პროგრამირების განვითარების ხელშეწყობა; 
•	მისთვის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინაცია; მოვალეობების გადანაწილება თანამშრომლებს შორის და  მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მონიტორინგი; 
•	მონაწილეობა  სააგენტოს მართვის სტრატეგიის/პოლიტიკის შემუშავებასა და ადმინისტრირებაში; 
•	სააგენტოში მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართულობა კომპეტენციის ფარგლებში; 
•	სააგენტოს წარმომადგენლობა სხვა უწყებებთან და საერთაშორისო ურთიერთობებში; 
•	კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
4 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  •  საქართველოს კონსტიტუცია; 
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; 
  •  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  დებულება";
  •  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული      პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება".


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, 0114, ინოვაციების ქ. №7
საკონტაქტო ტელეფონები
555134953
საკონტაქტო პირი
სალომე სანაია

დამატებითი მოთხოვნები
                    * მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დაგეგმვისა და მართვის უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური, ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი;
** ლიდერული და მენეჯერული უნარი.


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში უნდა ატვირთოს:

•	უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
•	სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი, შრომითი ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•	სამოტივაციო წერილი სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას).

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც შეესაბამებიან აღნიშნულ მოთხოვნებს და სრულყოფილად წარმოადგენენ მოთხოვნილ დოკუმენტაციას.


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება უფლებამოსილი პირის მიერ, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება