ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

26 დღე, 13 საათი, 53 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 68009     

პოზიციის დასახელება
მაგისტრატურის თავდაცვის ანალიზის მიმართულების ასოცირებული პროფესორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
26.12.2021
თანამდებობრივი სარგო:
2000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             –	კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესსა და მეცნიერული კვლევებში მონაწილეობა ან/და წარმართვა;
–	თავდაცვის ანალიზისა და მაგისტრატურის სხვა პროგრამებზე სასწავლო კურსების გაძღოლა/ სწავლება;
–	იუნკერთა სამაგისტრო ნაშრომების და საკონფერენციო თემების ხელმძღვანელობა სამეცნიერო-კვლევით მუშაობასას და სხვა მსგავს აქტივობებში მონაწილეობა;
–	მაგისტრატურის ელექტრონულ სასწავლო/საგამოცდო პლატფორმებზე (ILIAS, Moodle და სხვა) სასწავლო სილაბუსების შესაბამისი სასწავლო და საგამოცდო მასალების დროული ატვირთვა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;
–	აკადემიაში განხორციელებულ კვლევებში და კვლევის შედეგების გამოქვეყნების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
–	თავდაცვის რესურსების მართვის მიმართულების აკადემიურ პერსონალთან ერთად პროფესიული განვითარების პროგრამებში და სხვა სახის პროექტებში მონაწილეობა;
–	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო კურსების სილაბუსების განვითარება/სრულყოფის პროცესში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა;
–	დადგენილ ვადებსა და პირობებში სასწავლო და საგამოცდო მასალის მომზადება; 
–	იუნკერთა შეფასების უზრუნველყოფა სილაბუსში ასახული შეფასების ფორმების, სწავლების მეთოდების, კომპონენტებისა და კრიტერიუმების მიხედვით;
–	თავდაცვის რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;
–	აკადემიაში განხორციელებულ კვლევებში და კვლევის შედეგების გამოქვეყნების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
–	პროგრამის აკრედიტაციისთვის მომზადების პროცესებშ მონაწეილეობა;
–	კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ავტორიზაციის გავლასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
–	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა;
–	კომპეტენციის ფარგლებში მაგისტრატურასა და მთლიანად აკადემიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობა;
–	სასწავლო კურსის პროგრამის დაძლევასთან დაკავშირებული სირთულეების შემთხვევაში, იუნკერთა მოთხოვნის საფუძველზე დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა;
–	მაგისტრატურის იუნკერთა საკონსულტაციო მეცადინეობების გრაფიკის შედგენა, პროცესში მონაწილეობა და განხორციელების კონტროლი; 
–	იუნკერთა შეფასებებისა და სალექციო პროცესზე დასწრების აღრიცხვის ფორმების წარმოება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით მაგისტრატურის სასწავლო პროცესის და პროგრამების კოორდინატორთან და უფროს სპეციალისტთან აქტიური კომუნიკაცია;
–	საგამოცდო უწყისების წარმოება და მაგისტრატურის ხელმძღვანელისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;
–	შუალედური და დასკვნითი გამოცდების დასრულების შემდგომ ანგარიშის მომზადება და მიმართულების ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
–	პროგრამის განვითარებისა და დახვეწის საკითხებთან დაკავშირებით მიმართულების  ხელმძღვანელისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
–	თავდაცვის რესურსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელისა და მაგისტრატურის ხელმძღვანელის წინაშე ანგარიშვალდებულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დოქტორი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                       თავდაცვის ანალიზის მიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარული ან სოციალურ/პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
      დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული სფეროს მიმართულებით. კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია  და პრაქტიკული უნარ ჩვევები.
   კანდიდატს უნდა შეეძლოს თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსების მინიმუმ  4 (ოთხი) კურსის გაძღოლა:

1.	ეროვნული უსაფრთხოების ეკონომიკა;
2.	სტრატეგიული ლიდერობა;
3.	სისტემის ეფექტიანობის შეფასება და აუდიტი;
4.	საქართველოს ეკონომიკის სექტორული ანალიზი;
5.	სტრატეგიული კომუნიკაცია;
6.	ინდუსტრიის ეკონომიკა;
7.	საჯარო ფინანსები;
8.	სტატისტიკა და მონაცემთა ანალიზი;
9.	კონფლიქტის ფსიქოლოგია;
10.	მენეჯმენტის მართვის ფსიქოლოგია;
11.	სამხედრო სტრატეგიული ანალიზი.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
- კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობა;
- კანდიდატმა უნდა შეძლოს კვირაში 3 დღის განმავლობაში მაგისტრატურაში ლექციების ჩატარება;
- ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- თვითგანვითარების უნარი;
- უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
- პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა;
 - ინგლისური ენის ცოდნა:  კანდიდატმა უნდა იცოდეს ინგლისური ენა B2-ის / STANAG  2/2/2/2-ის დონეზე  ან წარმოადგინონ ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელ სერტიფიკატი მინიმუმ CEF B2 (ან შესაბამისი დონის TOEFEL/ILTS/ECL ან სხვა საერთაშორისო ინგლისური ენის გამოცდის), ან წარმოადგენენ დიპლომს/სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. (კანდიდატები შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში თავისუფლდებიან ინგლისური ენის ტესტირებისგან).



                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე ( აუცილებლად თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge 2021 წლის 15 ნოემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით.
კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (უნდა ატვირთოს ,,ნაშრომები, პუბლიკაციები"-ს ველში);
- სასწავლო კურსის ორი ან რამდენიმე სილაბუსი (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- სამოტივაციო წერილი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება
კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი,სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.

კონკურსი ჩატარდება შემდეგ ეტაპებად:
- კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან;
- ტესტირება ინგლისურ ენაში (STANAG  2/2/2/2-ის დონე);
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

კანდიდატის შერჩევას განახორციელებს აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება ან შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია.
შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება;

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება