ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 14 საათი, 41 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 1


ვაკანსიის N 67530     

პოზიციის დასახელება
ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უბნის უფროსი რეინჯერი - წყალთბილას უბანი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო
კატეგორია
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა
22.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
1000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ერუშეთი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • მინდობილ უბანზე ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებების დაგეგმვა და ზედამხედველობა;
• ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით პატრულირების დადგენილი გრაფიკის შესაბამისად ორგანიზება;
• სამართალდარღვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში- სამართალდამრღვევი პირის გამოვლენისათვის შესაბამისი დაცვითი ღონისძიებების ორგანიზება, დადგენილი წესით სამართალდამრღვევის ინფორმირება სამართალდარღვევის საფუძვლების შესახებ; უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება; ნივთმტკიცებების შეგროვება; გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება; სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; აუცილებლობის შემთხვევაში იარაღების/მოწყობილობების ჩამორთმევა, უკანონოდ მოპოვებული რესურსის ჩამორთმევა და დადგენილი პროცედურის შესაბამისად ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება. დადგენილი წესით სამართალდარღვევის ფაქტზე მასალების მომზადება სამართალდამცავ ორგანოში გადასაგზავნად;
• ბუნებრივი რესურსების აღდგენის, მოვლისა და ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
• ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვის ორგანიზება;
• დადგენილი წესით, ხე-ტყის დამზადების ბილეთის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება;
• დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან / და გამოყოფის ორგანიზება და კონტროლი;
• მინდობილ ტერიტორიაზე სააგენტოს მატერიალური რესურსის დაცვის ორგანიზება - მათ შორის საინფორმაციო დაფების, საკვარტლო, სასაზღვრო ბოძების, ხიდების, ხერგილების, თავშესაფრების, სახანძრო სამეთვალყურეო პუნქტების, სატრანსპორტო საშუალებების, კავშირგაბმულობის საშუალებების, იარაღის, ტყვია-წამლისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, აგრეთვე დაცული ტერიტორიების რეჟიმის დარღვევის შედეგად ამოღებული დროებით შესანახი ქონების;
• ბუნებრივი რესურსების სააღრიცხვო და საინვენტარიზაციო სამუშაოების მართვა;
• პატრულირებისას ინფორმაციის შეგროვება ფლორის, ფაუნის, წყლის ხარისხის, ისტორიული და არქეოლოგიური ობიექტების, ტურისტების მომსახურეობის ობიექტების მდგომარეობის შესახებ;
• დაცული ტერიტორიის საზღვრებისა და საზღვრებთან ახლოს მდებარე ტერიტორიის მონიტორინგი - დაბინძურების, დანაგვიანების, უნებართვო მშენებლობისა და სხვა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით;
• ვიზიტორების დახმარება/ინფორმირება მათი უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით;
• დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა-დოკუმენტაციის გადამოწმება უკანონო ტყის ჭრის, პირუტყვის ძოვების, თიბვის და სხვა სახის უკანონო სარგებლობის, აგრეთვე ბრაკონიერობის აღკვეთის მიზნით;
• საგანგებო მდგომარეობის დროს სამაშველო საქმიანობის ორგანიზება, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
• ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი იძულების ღონისძიებების გამოყენება;
• დაცული ტერიტორიების რეჟიმისა და ტყეებში უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;
• შესაბამისი სამუშაოების განხორციელება ტყიდან არაპირდაპირი სარგებლობის, ტყეკაფვის ფონდის გამოყოფასა და ხე-ტყის ძირზე გაცემასთან დაკავშირებით;
• უბანში დასაქმებული მცველების მიერ დაცული ტერიტორიების დაცვის რეჟიმის წესების დარღვევების შესახებ შედგენილი აქტების სისწორის შემოწმება და დაცული ტერიტორიის დირექციაში წარდგენა;
• ცხოველთა რაოდენობის დადგენის ღონისძიებების ჩატარებაში მონაწილეობა და მათი ორგანიზება;
• მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა, კონტროლი;
• შემოვლების რევიზიების განხორციელება და ჭრების ადგილების შემოწმება. მოსაჭრელი და საკონტროლო დამღის გამოყენებისა და შენახვის დადგენის წესის უზრუნველყოფა;
• ახალი რეინჯერისათვის ფუნქცია-მოვალეობების გაცნობა და მისი ოპტიმალური ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
• კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
სამუშაო გამოცდილება
6 თვე
საკონკურსო თემატიკა
                    
  • „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანება;
  • ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის N54 დადგენილება;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი (თავი VII);

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
საქართველო, 0114 თბილისი გ. გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
555790954
საკონტაქტო პირი
მარიამ კირვალიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    სავალდებულოა:

- სამუშაო გამოცდილება კანონაღსრულების, ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით.

სასურველია:

- პროფესიული ან უმაღლესი განათლება (აგრარული მეცნიერებები; სატყეო საქმე);
- კომპიუტერული პროგრამების WORD/EXCEL კარგად ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

• ინფორმაციის შეგროვების უნარი;
• პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
• სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი;
• მოლაპარაკების ეფექტიანად წარმართვის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• აქტიური მოსმენის უნარი;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• ასერტიულობა და პრინციპულობა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.

• საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
•კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მათ მიერ განცხადებაში (აპლიკაციებში) მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
• დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.apa.gov.ge.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე ხმათა უმრავლესობით. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება