ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 14 საათი, 59 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 1


ვაკანსიის N 67526     

პოზიციის დასახელება
ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო
კატეგორია
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა
22.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ერუშეთი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • მინდობილ ტერიტორიაზე ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და არსებული მდგომარეობის ოპტიმიზაციის მიზნით საჭირო სამეცნიერო კვლევებისა და დაკვირვებების განხორციელება;
• რეინჯერების კოორდინირება ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და არსებული მდგომარეობის ოპტიმიზაციისათვის ინფორმაციის ოპერატიულად მიღების მიზნით;
• დაცულ ტერიტორიებზე სამეცნიერო კვლევის განხორციელების მხარდაჭერა, კოორდინირება, მონიტორინგი გარემოსათვის რაიმე ზიანის მიყენების პრევენცია და აღკვეთა;
• სანიმუშო ფართობების იდენტიფიცირება, მონაცემების პერიოდული შეგროვება სპეციალური მეთოდიკის მიხედვით და მათი დამუშავება;
• ჰერბარიუმებისა და კოლექციების შექმნა;
• ყოველწლიური „ბუნების მატიანის“ მომზადება და წარდგენა სააგენტოში;
• ეკოსისტემების/ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის პროცესებში მონაწილეობა;
• დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა, ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ეკოსისტემების აღდგენის, შენარჩუნებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავებისათვის წინადადებების მომზადება;
• დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებისა და არაორგანული ობიექტების კატალოგის შექმნაში მონაწილეობა;
• ფლორისა და ფაუნის მოვლის, დაცვის, აღდგენის ღონისძიებების ინიცირება და მონაწილეობა;
• დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან / და გამოყოფაზე, დახურვაზე, გაუქმებაზე ან/და გახსნაზე თანხმობის გაცემა;
• დაცულ ტერიტორიებზე საგანმანათლებლო ბილიკების დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტორთა უსაფრთხოებისა და ინფორმირებულობის მიზნით გამაფრთხილებელი და საინფორმაციო სტენდების პროექტების მომზადება. დაცული ტერიტორიის სხვა სტუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული გამაფრთხილებელი და საინფორმაციო სტენდების პროექტების განხილვა და შეთანხმება;
• სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალებისათვის (ბროშურები, პლაკატები, ბარათები და სხვ.) საჭირო ინფორმაციის მომზადება;
• წითელ ნუსხაში შეტანილი ფლორისა და ფაუნის შესაძლო რისკ-ფაქტორებისაგან დაცვის უზრუნველყოფა, მათი შენარჩუნებისა და გამრავლებისათვის ყველა საჭირო ღონისძიების ინიცირება და გატარების კორდინირება;
• ერთიან ტყის ბაზაში ინფორმაციის ატვირთვა;
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება ეკოგანათლების დონის ამაღლების მიზნით;
• ეკობანაკების მხარდაჭერა; ეკობანაკის მონაწილეთა ინფორმირება;
• მოსახლეობის ეკოგანათლების დონის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება;
• კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულებისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანება;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანება;
  • „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს კანონი ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
საქართველო, 0114 თბილისი გ. გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
555790954
საკონტაქტო პირი
მარიამ კირვალიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    სასურველია:

- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სამუშაო გამოცდილება: ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით.
- უმაღლესი განათლება - ბიოლოგია / სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი / გამოყენებითი ბიომეცნიერებები ან ეკოლოგია/ გარემოსმცოდნეობა.
- მაგისტრის ხარისხი;
- ინგლისური ან რუსული ენების B1 დონეზე ცოდნა;
- GIS პროგრამის ცოდნა;

კომპეტენციები და უნარები :

• ცოდნის მართვისა და გაზიარების უნარი;
• შიდა კომუნიკაციის დაგეგმვა და/ან წარმართვის უნარი;
• პრეზენტაციის მომზადების, ჩატარების უნარი;
• სწავლების, ტრენინგის ჩატარების უნარი;
• ინფორმაციის შეგროვების უნარი;
• ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზის უნარი;
• გუნდურად მუშაობის უნარი;
• შედეგებზე ორიენტირების უნარი;
• მომხმარებელის (გარე და/ ან შიდა) მომსახურებაზე ორიენტირების უნარი;
• დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• კანდიდატმა უნდა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;

• საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).

•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;

•კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მათ მიერ განცხადებაში (აპლიკაციებში) მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

• დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.apa.gov.ge.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე ხმათა უმრავლესობით. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება