ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 15 საათი, 15 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 1


ვაკანსიის N 67524     

პოზიციის დასახელება
ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო
კატეგორია
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა
22.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ერუშეთი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • დაცული ტერიტორიის პოპულარიზაციისა და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით პროექტების ინიცირება, შეთანხმება და განხორციელება;
• მინდობილ ტერიტორიაზე მოსული ვიზიტორების პირველადი სრულყოფილი ინფორმირების უზრუნველყოფა არსებული სერვისების თაობაზე;
• მინდობილ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ეფექტიანი მომსახურების განვითარების უზრუნველყოფა;
• ვიზიტორთა მონაცემთა ბაზის ფორმირება და მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის ინიციატივების მომზადება;
• მინდობილ ტერიტორიაზე ახალი ეკო-ტურისტული ბილიკების დაგეგმვის წინადადებების შემუშავება და დაგეგმვა;
• ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის მუშაობის კოორდინაცია და ეფექტიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
• ვიზიტორთა სპეციალისტებისა და გამყოლების კოორდინაცია ვიზიტორებთან კომუნიკაციის ყველა ეტაპის ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
• ვიზიტორთა მომსახურების პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, ოპტიმიზაციის წინადადებების შემუშავება და სააგენტოს შესაბამის თანამშრომელთან შეთანხმებით არსებული პრობლემების აღმოფხვრა;
• საკომუნიკაციო საშუალებების მიზნობრივ ჯგუფებზე გავრცელება;
• ვიზიტორებისათვის სააგენტოს სხვა ტერიტორიულ ადმინისტრაციებში არსებული სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
• დაქვემდებარებული თანამშრომლების (ვიზიტორთა სპეციალისტები, გამყოლები) გრაფიკის შედგენა, პოზიციონირების განსაზღვრა, ზოგადი კოორდინაცია და მონიტორინგი;
• კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულებისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანება;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანება


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
საქართველო, 0114 თბილისი გ. გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
555790954
საკონტაქტო პირი
მარიამ კირვალიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    სასურველია:

- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით;
- მაგისტრის ხარისხი;
- რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე.

კომპეტენციები და უნარები:

• პრეზენტაციის მომზადება/ჩატარების უნარი;
• მომხმარებლის მომსახურეობაზე ორიენტირების უნარი;
• გუნდურად მუშაობის უნარი;
• წერილების, ანგარიშების,შეთავაზებების მომზადების უნარი;
• დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• მოლაპარაკების ეფექტიანად წარმართვის უნარი;
• შედეგებზე ორიენტირების უნარი;
• პროექტის შეფასების უნარი;
• ინფორმაციის შეგროვების უნარი;
• სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• კანდიდატმა უნდა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;

• საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).

•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;

•კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მათ მიერ განცხადებაში (აპლიკაციებში) მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

• დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.apa.gov.ge.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე ხმათა უმრავლესობით. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება