ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 13 საათი, 52 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 2


ვაკანსიის N 67517     

პოზიციის დასახელება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერი - ნაკრძალის და ბორჯომის უბანი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო
კატეგორია
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები
განცხადების ბოლო ვადა
22.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბორჯომი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • მინდობილ უბანზე ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის უზრუნველყოფა;
• ბუნებრივი რესურსების მოპოვების კანონიერების დადგენის მიზნით, სამოქმედო ტერიტორიაზე, სატრანსპორტო საშუალებების შეჩერება და დათვალიერება;
• სამართალდარღვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში- სამართალდამრღვევი პირის გამოვლენა დადგენილი წესით, სამართალდამრღვევის ინფორმირება სამართალდარღვევის საფუძვლების შესახებ; უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება; შესაძლებლობისამებრ ნივთმტკიცებების შეგროვება; გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება; სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; აუცილებლობის შემთხვევაში იარაღების/მოწყობილობების ჩამორთმევა, უკანონოდ მოპოვებული რესურსის ჩამორთმევა და დადგენილი პროცედურის შესაბამისად ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება;
• დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით პატრულირება;
• ხანძრის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, სახანძრო უშიშროების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
• მავნე ტყის მწერების, ტყის დაავადებებისა და ბუნებრივი რესურსებისათვის რისკ-ფაქტორების შემცველი მოვლენების/ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტისათვის ინფორმაციის მიწოდება;
• ველური ცხოველებისა და ფრინველების აღრიცხვა;
• ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვის უზრუნველყოფა;
• დადგენილი წესით, ხე-ტყის დამზადების ბილეთის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება;
• დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან / და გამოყოფა და კონტროლი
• მინდობილი ტერიტორიაზე სააგენტოს მატერიალური რესურსის დაცვა - მათ შორის საინფორმაციო დაფების, საკვარტლო, სასაზღვრო ბოძების, ხიდების, ხერგილების, თავშესაფრების, სახანძრო სამეთვალყურეო პუნქტების, სატრანსპორტო საშუალებების, კავშირგაბმულობის საშუალებების, იარაღის, ტყვია-წამლისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, აგრეთვე დაცული ტერიტორიების რეჟიმის დარღვევის შედეგად ამოღებული დროებით შესანახი ქონების;
• დღიურის წარმოება პერმანენტულ რეჟიმში ფენოლოგიური და სხვა დაკვირვებების შესახებ;
• ბუნებრივი რესურსების სააღრიცხვო და საინვენტარიზაციო სამუშაოებში მონაწილეობა;
• პატრულირებისას ინფორმაციის შეგროვება ფლორის, ფაუნის, წყლის ხარისხის, ისტორიული და არქეოლოგიური ობიექტების, ტურისტების მომსახურეობის ობიექტების მდგომარეობის შესახებ;
• დაცული ტერიტორიის საზღვრებისა და საზღვრებთან ახლოს მდებარე ტერიტორიის მონიტორინგი - დაბინძურების, დანაგვიანების, უნებართვო მშენებლობისა და სხვა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით;
• ვიზიტორების დახმარება/ინფორმირება მათი უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით;
• ზომების მიღება/შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება უკანონო ტყის ჭრის, პირუტყვის ძოვების, თიბვის და სხვა სახის უკანონო სარგებლობის, აგრეთვე ბრაკონიერობის აღკვეთის მიზნით;
• საგანგებო მდგომარეობის დროს სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
• დამნაშავის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობის მიღება უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული როლით;
• ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი იძულების ღონისძიებების გამოყენება;
• დაცული ტერიტორიების რეჟიმისა და ტყეებში უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;
• კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    
  • „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანება;
  • ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის N54 დადგენილება;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი (თავი VII);

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
საქართველო, 0114 თბილისი გ. გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
555790954
საკონტაქტო პირი
მარიამ კირვალიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    სასურველია:

- სამუშაო გამოცდილება: კანონაღსრულების, ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით;
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება;

კომპეტენციები და უნარები:

• ინფორმაციის შეგროვების უნარი;
• პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
• სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი;
• მოლაპარაკების ეფექტიანად წარმართვის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• აქტიური მოსმენის უნარი;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• ასერტიულობა და პრინციპულობა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).

•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;

•კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მათ მიერ განცხადებაში (აპლიკაციაში) მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

• დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.apa.gov.ge.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე ხმათა უმრავლესობით. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება