ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 14 საათი, 56 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 0


ვაკანსიის N 67508     

პოზიციის დასახელება
ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ბუღალტერი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო
კატეგორია
ბუღალტერია
განცხადების ბოლო ვადა
22.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
650 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
დაბა მანგლისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • სალაროში შემოსული თანხების გატარება და სააგენტოს ანგარიშზე შეტანა;
• ინვენტარის, მარაგ-ნაწილების, სამართალდარღვევათა ოქმების, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემისა და მიღების კონტროლი;
• საწვავის ხარჯვის კონტროლი დადგენილი ლიმიტების ფარგლებში და ანგარიშგება;
• ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ცვეთის დარიცხვა;
• ინვენტარის, მარაგ-ნაწილების, სამართალდარღვევათა ოქმების, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ბრუნვის ანგარიშგება;
• კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანება;
  • „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N 672 ბრძანება;
  • „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანება;
  • „ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინასთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის  N 439 ბრძანება;


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
საქართველო, 0114 თბილისი გ. გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
555790954
საკონტაქტო პირი
მარიამ კირვალიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    სავალდებულოა:
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

სასურველია:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკური, საფინანსო მიმართულებით;
- მაგისტრის ხარისხი;
- რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა B1 დონეზე.

კომპეტენციები და უნარები:

• ინფორმაციის შეგროვების უნარი;
• ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
• ბიუჯეტის ფორმულირებისa და ანალიზის უნარი;
• ფინანსური ანალიზისა და ფინანსების მართვის უნარი;
• ხარჯისა და მოგების ანალიზის უნარი;
• გუნდურად მუშაობის უნარი;
• მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება/ანალიზის უნარი;
• წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადების უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.

• კანდიდატმა უნდა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;

• საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);

•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;

•კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მათ მიერ განცხადებაში (აპლიკაციებში) მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

• დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.apa.gov.ge.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე ხმათა უმრავლესობით. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება