ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 15 საათი, 11 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 6


ვაკანსიის N 67506     

პოზიციის დასახელება
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების ბოლო ვადა
22.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
1300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ახალციხე
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი ფილიალის ადმინისტრაციულ შენობაში ტექნიკური სისტემ(ებ)ის (გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, კონდიცირება, წყალგაყვანილობა, კანალიზაცია და სხვა) შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ ფილიალის სასაწყობე მეურნეობის მართვა, მატერიალური ფასეულობების მიღება/ინსპექტირება, გაცემა და აღრიცხვა. აუცილებელ მინიმალურ ნაშთებზე ინფორმაციის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა და აღნიშნული ნაშთების კონტროლი;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ ქონების მიღების, აღრიცხვის და დასაწყობების, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მათი უფლებამოსილი პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა. კომპეტენციის ფარგლებში, „სსიპ - იუსტიციის სახლის“ მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოება;
• ფილიალის საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების უზრუნველყოფა;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი ფილიალის ადმინისტრაციულ შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობის, დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო-სამეურნეო ნარჩენების დროულად გატანის პროცესის კოორდინირება;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი ფილიალის ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი ფილიალის ადმინისტრაციულ შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მცენარეების/მწვანე საფარის მოვლის უზრუნველყოფა;
• კომპეტენციის ფარგლებში საქონლის/მომსახურების მიწოდების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (ინსპექტირების აქტები, მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა), მომწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყისიერი რეაგირება;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი ფილიალის ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების განმტკიცებისათვის სახანძრო ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლების უზრუნველყოფა;
• სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტის შესრულების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ანგარიშის წარდგენა;
• ფილიალში არსებული გენერატორის დიზელის საწვავით უწყვეტად მომარაგების უზრუნველყოფა;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი ფილიალის ადმინისტრაციულ შენობაში და მის პერიმეტრზე სამშენებლო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცესის ორგანიზება და ზედამხედველობა;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშებში დაფიქსირებული ინფრასტრუქტურული და სამეურნეო ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება და შედეგების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
• დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში კორესპონდენციის წარმოება, გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
• ფილიალში არსებული ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირების ჩართულობით მათი აღმოფხვრის მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარება;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი ფილიალის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და გამოვლენილ ნაკლოვანებებზე კომპეტენციის ფარგლებში მყისიერი რეაგირება;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი ფილიალის ადმინისტრაციულ შენობის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, წინადადებების შემუშავება, ინიცირება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი ფილიალის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული მატერიალური ფასეულობების, აქტივების დაცვა, შენახვა და მოვლა-პატრონობა;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის№55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილება „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
588 85 00 98

დამატებითი მოთხოვნები
                    • აუცილებელია სამეურნეო ან ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

• ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი;
• გუნდურად მუშაობის უნარი;
• ინფორმაციის შეგროვებისა და მონაცემთა ანალიზის უნარი;
• პრობლემების ანალიზის უნარი;
• წერილების, ანგარიშების, საპროექტო დოკუმენტების მომზადების უნარი;
• მოლაპარაკების წარმოების უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
 წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი დასაბუთება, რატომ სურს კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმება;
 მიუთითონ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
 განათლების ველში ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

• ღია კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი დასაქმდება ახალციხის იუსტიციის სახლში.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                • საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება