ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 13 საათი, 9 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 67505     

პოზიციის დასახელება
ელექტრონული სერვისების დანერგვისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; ფიზიკური და იურიდიული პირების მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით უზრუნველყოფა; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
                    
კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა
17.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
1800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             ა) ახორციელებს სპეციფიური პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის დოკუმენტების გაცნობას;
ბ) უზრუნველყოფს შესაბამის დოკუმენტებში აღწერილი სპეციფიური პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციებისა და მომხმარებლის ინტერფეისების ტესტირებას;
გ) უზრუნველყოფს ტესტირების შედეგად ნაპოვნი შეცდომების ანალიზსა და შეცდომების ანგარიშის (ბაგ-რეპორტის) მომზადებას;
დ) ახორციელებს შეცდომების გამოსწორების პროცესის მენეჯმენტს;
ე) ახორციელებს გასწორებული შეცდომების ხელახალ ტესტირებას;
ვ) უზრუნველყოფს ტესტირების დოკუმენტაციის წარმოებასა და ტესტირების შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ზ) დეპარტამენტის უფროსისათვის, მოთხოვნის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს შესახებ წერილობითი და ზეპირი ანგარიშის წარდგენა;
თ) მისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვას;   
ი) უზრუნველყოფს თავმჯდომარის და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას. 
            


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 22, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები
0322944120 (4010)

დამატებითი მოთხოვნები
                    • სასურველია უმაღლესი განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;.
• სასურველია პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზებისა და ანგარიშების მომზადების  1 წლიანი გამოცდილება;
• პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესის ცოდნა.

• შედეგზე ორიენტაცია;
• პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
• გუნდური მუშაობა;
• მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
• ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
• აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
• გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება