ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 13 საათი, 26 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 67503     

პოზიციის დასახელება
გურიის სატყეო სამსახურის ჩოხატაურის სატყეო უბნის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო შეიქმნა 2013 წლის 14 მაისს. სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვას.
მისი ფუნქციებია: ტყის მოვლა, აღდგენა, ტყის ფონდის მონიტორინგი, აღრიცხვა და დაგეგმვა; ტყითსარგებლობის რეგულირება; ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; დადგენილი წესით, ხე-ტყის დამზადება; დადგენილი წესით ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა; კანონით განსაზღვრული სხვა უფლებომოვალეობების განხორციელება
                    
კატეგორია
ტყის მართვა
განცხადების ბოლო ვადა
17.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ჩოხატაური
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება;
• დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვაზე კონტროლი, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება შესაბამისი ორგანოებისათვის;
• ტყის ფონდის ტერიტორაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
• ტყეკაფების მონიშვნის ან/და გამოყოფის, დახურვის, გაუქმების ღონისძიებებში მონაწილეობა;
• მონაწილეობს ტყის მოვლის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების განხორციელებაში;
• მონაწილეობს ტყის აღრიცხვის სამუშაოების განხორციელებაში;
• მის სამოქმედო ტერიტორიაზე შესაბამისი აქტით ან ხელშეკრულებით მინიჭებული ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებაზე კონტროლს, რომლის ფარგლებში ტყის ფონდის ტერიტორიაზე ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე, 51'', 53-ე, 53'', 63-ე, 64-ე, 65-ე, 66', 67 (ტყის მოვლის, აღდგენის ან გაშენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევის ნაწილში), 76-ე და 84-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენასა და შემდგომი რეაგირების მიზნით, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნას;
• სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოჩენისას შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსათვის. საჭიროების შემთხვევაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის პროცესში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი აქტების შედგენა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება;
• კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სამსახურის უფროსის, უფროსი მეტყევისა და სატყეო უბნის უფროსის სხვა დავალებების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის N2-796 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
599033073
საკონტაქტო პირი
მაკა ამაშუკელი

დამატებითი მოთხოვნები
                    • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ასლი;
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება წარმოდგენილი საკონტაქტო მონაცემების საშუალებით;
- კანდიდატმა გასაუბრებაზე აუცილებლად თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილებას იღებს კომისია კენჭისყრის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება