ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 13 საათი, 35 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 1


ვაკანსიის N 67502     

პოზიციის დასახელება
შიდა ქართლის სატყეო სამსახურის გორის სატყეო უბნის უფროსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო შეიქმნა 2013 წლის 14 მაისს. სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვას.
მისი ფუნქციებია: ტყის მოვლა, აღდგენა, ტყის ფონდის მონიტორინგი, აღრიცხვა და დაგეგმვა; ტყითსარგებლობის რეგულირება; ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; დადგენილი წესით, ხე-ტყის დამზადება; დადგენილი წესით ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა; კანონით განსაზღვრული სხვა უფლებომოვალეობების განხორციელება.
                    
კატეგორია
ტყის მართვა
განცხადების ბოლო ვადა
17.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
1200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • დაქვემდებარებული სპეციალისტების საქმიანობის ხელმძღვანელობა, მითითებებისა და დავალებებს მიცემა;
• სპეციალისტების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი;
• სააგენტოსთვის გადმოცემული ხე-ტყის მიღებისა და რეალიზების პროცესში მონაწილეობა;
• სატყეო სამსახურის უფროსისათვის გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა
• ტყეკაფების მონიშვნასთან ან/და გამოყოფასთან, დახურვასთან, გაუქმებასთან, გახსნაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
• სააგენტოს მიერ გამოყოფილ ტყეკაფებზე ხე-ტყის გაცემის პროცესის მონიტორინგის განხორციელება;
• ტყის მოვლის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების მონიტორინგის განხორციელება;
• ტყის აღრიცხვის სამუშაოების მონიტორინგში მონაწილეობა;
• სატყეო სამსახურის უფროსისათვის სპეციალისტების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების წარდგენა;
• შუამდგომლობა იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სატყეო უბანში განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად;
• დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
• საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემის ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირების განახორციელების უფლებამოსილება;
• კომპეტენციის ფარგლებში სატყეო სამსახურის უფროსის, ,უფროსი მეტყევის სხვა დავალებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი”;
  • საქართველოს კანონი ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ.
  • გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის - ,,გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა” დამტკიცების შესახებ;
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის #46 დადგენილება ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”;
  •  საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსის 49-ე, 512, 53-ე, 532, 63-ე, 64-ე, 65-ე, 661, 67-ე  (ტყის  მოვლის,  აღდგენის  ან  გაშენების  წესებისა  და მოთხოვნების  დარღვევის ნაწილში),  76-ე და 84-ე მუხლები.
  • „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის N2-796 ბრძანება.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
599033073
საკონტაქტო პირი
მაკა ამაშუკელი

დამატებითი მოთხოვნები
                    • მართვის მოწმობა;
• სასურველია სატყეო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი და გამოცდილება;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) სამუშაო გამოცდილების სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (ბრძანება ან ხელშეკრულება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
გ) მართვის მოწმობის ასლი.
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს;
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება წარმოდგენილი საკონტაქტო მონაცემების საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილებას იღებს კომისია კენჭისყრის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება