ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 15 საათი, 10 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 1


ვაკანსიის N 67499     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
სამტრედიის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მანდატური
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
კატეგორია
მანდატური
განცხადების ბოლო ვადა
22.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
სამტრედია
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- სასამართლოში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
- წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მითითებების შესრულება;
- სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის დაცვა;
- სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნის შემოწმება, მოსამართლის მითითებით სასამართლოს სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადატანის და დაცვის უზრუნველყოფა;
- სასამართლოში სამართალდარღვევის აღკვეთა, სამართალდამრღვევის გამოვლენა, აუცილებლობის შემთხვევაში მისი დაკავება პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ამის თაობაზე დაკავების ოქმის შედგენა.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

გ),,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ),,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს  სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი;

ვ),,საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ),,სასამართლოში ფოტოგადაღების, კინო-, ვიდეო-, აუდიო ჩაწერისა და ეთერში გადაცემის წესის შესახებ“ სასამართლოს თავმჯდომარის 2013 წლის 21 მარტის №9 ბრძანება;

თ),,საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            დამაკმაყოფილებელი
Microsoft Office Excel            დამაკმაყოფილებელი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა N1
საკონტაქტო ტელეფონები
0411221218; 577280940
საკონტაქტო პირი
ქეთევან მეიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    . მარტივი სირთულის დავალებები, განმეორებადი მოვალეობები; 
. გუნდური მუშაობა;
. დეტალებზე ორიენტირება;
. კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
. ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის უნარი;
. დროის ეფექტიანი მართვა; 

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, მოხელის სტატუსის არმქონე პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.

,,ჩემი რეზიუმეს” შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
1. ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის ასლი. 

- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილოებას. (დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე, უცხოურენოვანი დოკუმენტების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კონკურსის ეტაპების შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- კონკურსს ჩაატარებს სამტრედიის რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისია (მისამართი: ქ. სამტრედია, ძმ. ნინუების ქ. N1).
- პირი მოხელედ არ მიიღება თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხმათა უმრავლესობით,განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება