ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 13 საათი, 18 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 4


ვაკანსიის N 67497     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
სამტრედიის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
22.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
სამტრედია
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - საქმის მომზადება სასამართლო სხდომაზე განსახილველად;
- სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირების გამოცხადების შემოწმება და სასამართლო შემადგენლობისათვის მოხსენება;
- სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული მონაცემების შეტანა ელექტრონულ პროგრამაში;
- სხდომის თავმჯდომარის წინადადებით საპროცესო დოკუმენტების საჯაროდ წაკითხვა;
- სასამართლო სხდომის ოქმის წარმოება;
- სასამართლო სხდომის გრაფიკების მომზადება;
- სასამართლოს მოქმედების და გადაწყვეტილების, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედების, განცხადების, შუამდგომლობის, ჩვენებისა და ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში სწორად შეტანა (როგორც წესი, ოქმში ფიქსირდება პროცესის მონაწილეთა როგორც შეკითხვა, ისე შეკითხვაზე პასუხი);
- ახსნა-განმარტებების გაკეთება სასამართლო სხდომაზე, თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები;
- საქმეში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჩაკერება: საცნობარო ფურცელის, განჩინების (დადგენილების) და საქმის განხილვისას წარმოებული მიმოწერის მასალების, კანონით დადგენილი წესით შემოწმებული და ხელმოწერილი სასამართლო სხდომის ოქმის, საქმეზე თანდართულ ყველა დოკუმენტის სასამართლო განხილვისას მათი შემოსვლის თანამიმდევრობით, განაჩენის ან გადაწყვეტილების (ის დოკუმენტები, რომლებიც მხარეებმა გადასცეს მოსამართლის თანაშემწეს, უნდა დარეგისტრირდეს კანცელარიაში და გადაეცეს სხდომის მდივანს).
- დამთავრებული საქმეების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში კანცელარიისათვის გადაცემა.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

თ) ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

ი) ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ლ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

მ)  „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

ნ)   საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

ო) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულება;

პ) ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება;

ჟ) ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა N1
საკონტაქტო ტელეფონები
0411221218; 577280940
საკონტაქტო პირი
ქეთევან მეიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    • იურიდიულ სფეროში 1 წელი სამუშაო გამოცდილება;
• რთული დავალებების შესრულება, რაც მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებასა და დარგის სპეციფიკის ცოდნას;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გუნდური მუშაობა;
• დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• დროის ეფექტიანი მართვის უნარი; 

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, მოხელის სტატუსის არმქონე პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.

,,ჩემი რეზიუმეს” შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ან ცნობა სათანადოდ გაფორმებული);
2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (გერბიან ბლანკზე დაბეჭდილი ან ბეჭდით დამოწმებული) დოკუმენტის ასლი.

არსებობის შემთხვევაში კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
1. სასამართლოში სხდომის მდივნად მუშაობის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (ბეჭდით დამოწმებული) დოკუმენტის ასლი;
2. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (სამოსამართლო სწავლების ცენტრში) სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი;

- ასევე, აუცილებელია, კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ  აქვს იურიდიულ სფეროში 1 წელი სამუშაო გამოცდილება.

- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილოებას. (დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე, უცხოურენოვანი დოკუმენტების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კონკურსის ეტაპების შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- კონკურსს ჩაატარებს სამტრედიის რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისია (მისამართი: ქ. სამტრედია, ძმ. ნინუების ქ. N1).
- პირი მოხელედ არ მიიღება თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხმათა უმრავლესობით,განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება