ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 13 საათი, 43 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 19


ვაკანსიის N 67494     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკის მენეჯერი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. სააგენტოს მიზანია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებითა და მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
                    
კატეგორია
ლოჯისტიკა
განცხადების ბოლო ვადა
17.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
2100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსთან ერთად პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის შეარჩევს „მომწოდებლებს“ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს; უზრუნველყოფს შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებას; აწარმოებს „მომწოდებლების“ მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
•  უზრუნველყოფს მძღოლებისა და დამლაგებლების კონტროლს;
•  ახდენს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობიდან გამოდინარე, „მომწოდებლის“ ფიზიკური ან იურიდიული პირის შერჩევას;
• არის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი საწყობში განთავსებულ ნივთებზე;
• აწარმოებს „მომწოდებლის“ მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს და კონტროლს;
• არეგულირებს სადავო საკითხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში;
• ამზადებს განხორციელებული შესყიდვების ვალდებულებებს და მიღება-ჩაბარების აქტებს;
• საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) „საქართველოს კონსტიტუცია“ (II თავი);

ბ) „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და  პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება;

თ) „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება;

ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის  31 დეკემბრის №485 ბრძანება;

კ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;

ლ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი. ალ.ყაზბეგის გამზ. #42
საკონტაქტო ტელეფონები
2303012
საკონტაქტო პირი
ნათია კვარაცხელია

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) სახელმწიფო შესყიდვების ან/და ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; 
ბ) სასურველია კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Ms office Word; Ms office Excel; Ms. Office Outlook; Ms. Office PowerPoint; ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის - „დესი“-ს ცოდნა;
გ) სპეციალიზებული პროგრამის ცოდნა (ORIS manager) სასურველია.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან;
• კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს;
• კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); იმ შემთხვევაში თუ დიპლომი გაცემულია უცხო ქვეყნის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დოკუმენტს უნდა ახლდეს შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი ქართულ ენაზე;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). იმ შემთხვევაში თუ ცნობა გაცემულია უცხო ენაზე, დოკუმენტს თან უნდა ახლდეს შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი ქართულ ენაზე; დოკუმენტში გარკვევით უნდა ჩანდეს რა სპეციალიზაციით მუშაობდა, ან მუშაობს აპლიკანტი;
• ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
• აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
• მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
• ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
• კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
• კონკურსი ითვლება გავლილად კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
• კანდიდატის კონკურსის რომელიმე ეტაპზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის დაუშვებლობის საფუძველს, მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა;
• კანდიდატები ვალდებულნი არიან კონკურსზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება