ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 14 საათი, 1 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 4


ვაკანსიის N 67492     

პოზიციის დასახელება
შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო დასაქმებულს სთავაზობს თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და ა.შ. ბიუროს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდი: www.nbe.gov.ge
                    
კატეგორია
მონიტორინგი
განცხადების ბოლო ვადა
22.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
2200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             • განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
• განყოფილების თანამშრომლებს შორის მოვალეობების განაწილება, დავალებებისა და მითითებების გაცემა;
• სააღსრულებო საქმეებში წარმოების ვადების დაცვის მონიტორინგი;
• აღსრულების დამაბრკოლებელი ზოგადი და ცალკეული ფაქტობრივი გარემოებების ან ფორმალური მიზეზების კვლევა და ანალიზი, მათი შემდგომი აღმოფხვრის შესაძლებლობების დადგენის მიზნით;
• განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირება, აგრეთვე პასუხისგება მათი შესრულების ხარისხსა და სისწორეზე;
• განყოფილების საქმიანობის შესახებ სამსახურის უფროსისთვის ანგარიშის წარდგენა და განყოფილების ეფექტიან საქმიანობაზე პასუხისგება;
• აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

 

•  "საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

•  საქართველოს კანონი "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";

•  საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი“;

•  „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი,

•  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის N24 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულება“;

•  "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების  ეროვნული ბიუროს შინაგანაწესი".



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 99
საკონტაქტო ტელეფონები
2721118 (2049)

დამატებითი მოთხოვნები
                    საჯარო სექტორის იურიდიულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
პრობლემის იდენტიფიცირებისა და სწრაფად აღმოფხვრის უნარი;
შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარი; 
ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
დეტალებზე ორიენტირებული;
ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    სავალდებულოა:

• სამოტივაციო წერილის გრაფის შევსება; 
• მინიმუმ ორი რეკომენდატორის მითითება (რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა); 
• განათლების ველში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა. 

- კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს ეცნობებათ მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ სამი თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება