ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 14 საათი, 18 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 67490     

პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ეკონომიკური სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
კატეგორია
ეკონომიკური
განცხადების ბოლო ვადა
20.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
1200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში, ცენტრალური აპარატის შესაბამისი გადარიცხვების განხორციელება.
- სააგენტოსა და დონორი ორგანიზაციას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი გადარიცხვების განხორციელება.
- ბუღალტრულ პროგრამა ორის მენეჯერში, ბალანსის დამუშავებისთვის ინფორმაციის შეტანა და ბუღალტრული გატარება.
- დევნილთათვის განკუთვნილი ფულადი დახმარების და დროებითი საცხოვრებელი ფართის ქირის გადარიცხვა; 
- დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციის ხარჯის ანაზღაურებისათვის - ვალდებულებების, პირველადი დოკუმენტების, ინვოისებისა და საგადახდო მოთხოვნების მომზადება.
- სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დამუშავება და რეაგირების მოხდენა;
- მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების
შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
- ფინანსური ანგარიშგების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს ორგანული კანონი „ საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
  • „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონი;
  • ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილება;
  • ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N01-109/ნ ბრძანება;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო    წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 დეკემბრის N03-472/ო ბრძანება;
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;
  •  „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება;
  • „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის N211 დადგენილება;
  • „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის  №424 ბრძანება;
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანება.
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N24 ბრძანება;
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის N108 ბრძანება;
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 ივნისის N17 ბრძანება;
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის N289 ბრძანება.

 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი
ORIS            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი თამარაშვილის 15ა
საკონტაქტო ტელეფონები
599687762
საკონტაქტო პირი
ლელა ანთაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    - მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    -კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით;
- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
- გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს (დაკავშირება მოხდება განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით);
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;
- კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
გ) რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
დ) სამოტივაციო წერილი;
- კონკურსს ჩაატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკონკურსო კომისია (მის: ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა).

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.


                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება