ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

22 დღე, 14 საათი, 51 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 14


ვაკანსიის N 67485     

პოზიციის დასახელება
ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - აწარმოე საქართველოში
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა.
„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებული საწარმოს/სასტუმროს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.
„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
„აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება.
                    
კატეგორია
საინვესტიციო
განცხადების ბოლო ვადა
07.11.2021
თანამდებობრივი სარგო:
3600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             •	საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის კოორდინაცია; 
•	საინვესტიციო პოტენციალის გამოვლენის მიზნით კვლევების განხორციელების ორგანიზება საჭიროების მიხედვით; 
•	ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციისა და საინვესტიციო პროექტების შეთავაზების მიზნით, საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, დონორებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა;
•	პოტენციური ინვესტორების იდენტიფიცირება, მათთან კავშირის დამყარება და საქართველოში ინვესტირების შეთავაზება; 
•	საჭიროების შემთხვევაში საქმიანი ვიზიტების („roadshows”) ან/და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის დაგეგმვა და ვიზიტის ფარგლებში შერჩეულ კომპანიებთან შეხვედრების ჩატარება;
•	პრიორიტეტული საინვესტიციო ფორუმების/კონფერენციების იდენტიფიცირების პროცესის წარმართვა, აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების ორგანიზება და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენა;
•	პოტენციური ინვესტორების საქართველოში ვიზიტების ორგანიზება და კოორდინაცია;
•	დაქვემდებარებული თანამშრომლების CRM ბაზაში შეყვანილი მონაცემების მონიტორინგი;
•	დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება;
•	ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ  ანგარიშების მომზადება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები და/ან ეკონომიკა
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოში მოქმედი საინვესტიციო კანონები, სავაჭრო რეჟიმები და საერთაშორისო ხელშეკრულებები;

(წყარო: economy.ge; mof.ge) 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C1       C1
რუსული       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
დ. უზნაძის 18
საკონტაქტო ტელეფონები
599 720 112
საკონტაქტო პირი
მარიამ ნოზაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    სამუშაო გამოცდილება:
•	საინვესტიციო, ბიზნეს ან/და ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობის მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
•	სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
•	საინვესტიციო პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირების კომპეტენცია;
•	საქართველოში მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ ზოგადი ცოდნა;
•	ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ზოგადი ცოდნა;
•	საქმიანი მიმოწერის წარმოება;
•	ეფექტური კომუნიკაცია-პრეზენტაციის კარგი უნარები;
•	მაღალი ანალიტიკური უნარები;
•	პასუხისმგებლობის გრძნობა;
•	გუნდური მუშაობის უნარი;
•	ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა:
 წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 250 სიტყვისა) სადაც უნდა უპასუხოს 2 შეკითხვას:
1. აღწერეთ, რატომ გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა.
2. აღწერეთ, თქვენი პიროვნული თვისებები, სამუშაო გამოცდილება ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც თქვენი აზრით, დაგეხმარებათ ინვესტიციების მიმართულებით მუშაობაში აღნიშნულ პოზიციაზე.
 ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
 შეავსოს ვაკანსიასთან დაკავშირებული მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების (ტრენინგები/სხვა მიღწევები) და/ან განხორციელებული პროექტების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კანდიდატთა საყურადღებოდ:
-დოკუმენტაციის არასრულყოფილად და/ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი მოიხსნება შერჩევის პროცესიდან;
-კანდიდატებთან დაკავშირება განხორციელდება ძირითადად ელექტრონული ფოსტის საშუალებით;.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                •	საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვეში.
•	კანდიდატთა შეფასებისას, იდენტური ქულების დაფიქსირების შემთხვევაში, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება