ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 15 საათი, 4 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 27


ვაკანსიის N 67483     

პოზიციის დასახელება
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის N2 სამმართველოს სტაჟიორი
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
სსიპ - შემოსავლების სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.

                    
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
22.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
15
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის N2 სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:

• შესაბამის შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იმ დეკლარაციების მონაცემების დამუშავება, რომლებთან დაკავშირებითაც საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი დეკლარაციების ანალიზის შედეგად, განისაზღვრა რისკის ფაქტორების არსებობა. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო დასკვნის/შესაგებლის მომზადება;
• საჭიროების შემთხვევაში, მიღებული სათანადო ინფორმაციის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაგზავნის უზრუნველყოფა, შემდგომში საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შესარჩევად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას გამოსაყენებლად;
• საჭიროების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაცია;
            
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი - (თავი: I-IX;  XXXVIII )
  • „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი (თავი: I, II );
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი  (თავი: I, IV );
  • საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“;
  • ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანება (დანართი 8)

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, 0114, გორგასლის ქ. 16
საკონტაქტო ტელეფონები
(032) 2 26 26 46

დამატებითი მოთხოვნები
                    • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/სამართლის/სოციალური მეცნიერებების (ეკონომიკა) მიმართულებით ან ამ მიმართულებით ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი;
• სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
• სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ცოდნა;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
- - - - - - - - - - - - - - - -
• გადაწყვეტილების მიღება;
• გუნდურობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• განვითარებაზე ზრუნვა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• უმაღლესი განათლების/სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• მიუთითონ რეკომენდატორი;
• წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი.

წერითი დავალება გულისხმობს პროფესიული ტესტირებას.
კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.rs.ge
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება