ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 15 საათი, 12 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 67482     

პოზიციის დასახელება
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზედამხედველობის სამმართველოს სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონის - „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ და „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N257 დადგენილებით გათვალისწინებული წესით ახორციელებს:
- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას;
- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემას, მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას და მშენებლობადასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას;
- სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემას.
                    
კატეგორია
ზედამხედველობა
განცხადების ბოლო ვადა
22.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
1700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             • გეგმიური ტექნიკური ინსპექტირება დაგეგმვის განხორციელება, შესაბამისი მონიტორინგის უზრუნველყოფა და შეუსაბამობის გამოსწორების უზრუნველყოფა;
• დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
• საზედამხედველო ობიექტზე დოკუმენტური კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა;
• დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების უზრუნველყოფა და პროექტების მომზადებაში პირადი მონაწილეობა;
• კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
• კანონმდებლობის შესაბამისად, ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა სამმართველოს საზედამხედველო ობიექტებზე და ტექნიკური ინსპექტირების ოქმის შედგენა;
• არსებითი ან/და კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა კანონმდებლობის შესაბამისად;
• სააგენტოს უფროსისა და მოადგილის მიერ განსაზღვრული ცალკეული დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
უმაღლესი ტექნიკური განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    
  • პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი (თავი IV, თავი V,თავი VI);
  •  საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის #243 დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის #317 დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის #488 დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის #177 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის 1-1/1862 ბრძანება „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათ შორის ელექტრონული სანებართო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის ა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“.

დარგის მიხედვით:

  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილება „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართელოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N429 დადგენილება „ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N412 დადგენილება „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამნეტის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N439 დადგენილება „ესკალატორების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N419 დადგენილება „ატრაქციონების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) IV სართული
საკონტაქტო ტელეფონები
514643883
საკონტაქტო პირი
მარიკა ნარსია

დამატებითი მოთხოვნები
                    აუცილებელია სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ენები: სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:
- სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება