ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 13 საათი, 22 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 9


ვაკანსიის N 67478     

პოზიციის დასახელება
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზედამხედველობის სამმართველოს სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონის - „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ და „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N257 დადგენილებით გათვალისწინებული წესით ახორციელებს:
- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას;
- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემას, მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას და მშენებლობადასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას;
- სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემას.

                    
კატეგორია
ზედამხედველობა
განცხადების ბოლო ვადა
22.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             • სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემასა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლში მონაწილეობის მიღება, შახტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საინსპექციო ორგანოების შექმნამდე;
• მაღაროს, კარიერის, ბუნებრივი გამოქვაბულებისა და მღვიმეების, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება დოკუმენტური კონტროლის განხორციელება;
• საზედამხედველო ობიექტზე არსებული შეუსაბამობის ხარისხის განსაზღვრა (არა არსებითი, არსებითი, კრიტიკული) და მისი შესაბამის ინსპექტირების ოქმში შეტანა;
• არსებითი ან/და კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში დამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დარღვევის ადგილზე შედგენა კანონმდებლობის შესაბამისად და მისი წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის;
• შეუსაბამობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსისათვის რეკომენდაციების მიწოდება შეუსაბამობის გამოსწორებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე და ამ ვადის დაცვის შემდგომი კონტროლი;
• დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
• მონიტორინგის ნუსხაში შეტანილი ობიექტების კონტროლი, რომ არ მოხდეს ამ ობიექტების ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტების ფარული ექსპლუატაციის შემთხვევაში მისი მფლობელის დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტისა და ამ ობიექტის შეჩერების შესახებ რეკომენდაციის მომზადება;
• დადგენილი პერიოდულობის გარდა, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება ამ სფეროში ინსპექტირების ორგანოების შექმნამდე, ან თუ ასეთი შექმნილია, მისი მეშვეობით;
• ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოსათვის საზედამხედველო ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განახორციელებს ამ ინფორმაციის შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრში;
• მონაწილეობის მიღება დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში და სამმართველოს უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
• „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შენობა- ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;
• კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
პროფესია
უმაღლესი ტექნიკური განათლება ან/და სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა
                    

აუცილებელი:

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1–1/1527 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი (თავი IV, თავი V,თავი VI);
  • საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №243 დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №488 დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზღვრული ტექნიკური პარამეტრების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის 1-1/1862 ბრძანება „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათ შორის ელექტრონული სანებართო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის ა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“.

სასურველი:

  • მაღარო: საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #430 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტი მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ”;
  • შახტი: საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #449 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტი ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ”;
  • ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება: საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #431 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტი იმ მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) და ექსპლუატაციის შესახებ, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან”
  • კარიერი: საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #450 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტი კარიერის უსაფრთხოების წესები”;
  • საამფეთქებლო სამუშაოები: საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #432 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ”.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) IV სართული
საკონტაქტო ტელეფონები
514643883
საკონტაქტო პირი
მარიკა ნარსია

დამატებითი მოთხოვნები
                    სასურველია სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ენები: სასურველია რუსული ენის ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:
- სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება