ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

5 დღე, 13 საათი, 48 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 11


ვაკანსიის N 67475     

პოზიციის დასახელება
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობი სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართულება)
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას
                    
კატეგორია
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა
21.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
2800 ლარიდან 4000 ლარამდე
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             სამსახურში საწარმოების მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) შესაბამისობის შემოწმებაში მონაწილეობა და განხილვის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში შესაბამისი პირებისთვის კონსულტაციის გაწევა/ინფორმაციის მიწოდება;
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
ეკონომიკა/ბიზნეს ადმინისტრირება
საკონკურსო თემატიკა
                    

"ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონი

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS)



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2
ინგლისური       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ.№1
საკონტაქტო ტელეფონები
032 2 26 29 75 ; 032 2 26 29 67; 595071660
საკონტაქტო პირი
სოფიო ბერიანიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    ფასს სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში საწარმოში უშუალო ჩართულობის კუთხით და/ან ფინანსური ანგარიშგების აუდიტორად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება (აღნიშნული წარმოადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნას და სწორედ მისი გათვალისწინებით მოხდება რეზიუმეების განხილვა)
სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან CFA –ის პირველი დონის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა. ასევე, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

 პროექტის მართვის უნარი;
 ცვლილებების მართვის უნარი
 დროის ეფექტური მართვის უნარი
 გუნდური მუშაობის უნარი
 სამუშაოს დაგეგმვის უნარი
 გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
 სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
 პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი
 კრეატიულობა/ინოვაციურობა
 შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
 კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი
 ანალიზის უნარი
 ადაპტაციის უნარი
 არგუმენტაციის უნარი
 კომუნიკაბელურობა
 კოლეგიალურობა
 მიზანდასახულობა
 დეტალებზე ორიენტირებულობა
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

• უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობ(ებ)ის ასლ(ებ)ი ან შრომის წიგნაკის ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერის ასლი (სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას);
• სამოტივაციო წერილი.

კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

- განცხადების გადარჩევა - კონკურსის მეორე ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს (მათ შორის, დამატებით მოთხოვნებს) და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას;
- გასაუბრება სამსახურის ხელმძღვანელთან ან საამისოდ უფლებამოსილ პირთან - გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლოა განხორციელდეს გასაუბრების აუდიო და ვიდეო ჩაწერა (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში);
- გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კონკურსანტს მიეცეს ზეპირი დავალება (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) ფინანსური ანგარიშგების შესაბამისობისა ან/და კომპიუტერული პროგრამ(ებ)ის ცოდნის დონის დადგენის მიზნით).

კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.saras.gov.ge.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                სამსახურის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილ პირის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვე.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება