ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

5 დღე, 13 საათი, 56 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 67474     

პოზიციის დასახელება
კურიერი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
რუსთავის საქალაქო სასამართლო
კატეგორია
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა
21.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
650 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
რუსთავი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - საკურიერო მომსახურების გაწევა სასამართლოს სამსახურებრივი ავტომანქანით;

- სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სისხლის და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით გზავნილების ჩაბარების უზრუნველყოფა;

- სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების მოვლა, ტექნიკურ გამართულობაზე მუდმივი ზედამხედველობა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;

- ხელმძღვანელის მიერ სამსახურეობრივი საკითხებიდან გამომდინარე გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

- "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავი;

- „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება;

- “საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6 (რუსთავის საქალაქო სასამართლო)
საკონტაქტო ტელეფონები
577670939
საკონტაქტო პირი
გურამ კორკოტაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    - მსუბუქი ავტომანქანის მართვის მოწმობის ფლობა;

- სასურველია სამუშაო გამოცდილება საკურიერო სფეროში.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისათვის;

ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა "ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის დოკუმენტაციის ბლოკში სავალდებულოდ უნდა ატვირთოს:

- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (ბეჭდით დამოწმებული) დიპლომის (ცნობის) ასლი;

- მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);

- კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

პირი არ მიიღება, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილი პირი გასაუბრებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება