ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 14 საათი, 15 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 6


ვაკანსიის N 67472     

პოზიციის დასახელება
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვებისა და ზედამხედველობის სამმართველოს სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონის - „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ და  „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N257 დადგენილებით გათვალისწინებული წესით ახორციელებს: 
- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას; 
- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემას, მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას და მშენებლობადასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას; 
- სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემას.


                    
კატეგორია
სამშენებლო საქმე
განცხადების ბოლო ვადა
22.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             •	განმცხადებლის მომართვის საფუძველზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ასევე სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
•	ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემადგენლობის შემოწმება;
•	მასალების მომზადება სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცებასთან დაკავშირებით;
•	 არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადება;
•	სანებართვო მოწმობის გაფორმება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სამსახურისათვის მასალების გადაცემა;
•	განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ზედამხედველობა, მონიტორინგი, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
არქიტექტორი ან/და ინჟინერი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი (თავი IV, თავი V, თავი VI);
  • საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N257 დადგენილება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;
  • საქართველოს  ეკონომიკური განვითარების მინისტრის  2012 წლის 23 ივლისის  №1-1/1527 ბრძანება, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების  დამტკიცების შესახებ”;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის #177 დადგენილება „საჯარო       სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების მეთოდოლოგიების ცოდნა (ზოგადად).


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, 0108, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8
საკონტაქტო ტელეფონები
514643883
საკონტაქტო პირი
მარიკა ნარსია

დამატებითი მოთხოვნები
                    ენები: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:
- სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება