ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 14 საათი, 28 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 1


ვაკანსიის N 67469     

პოზიციის დასახელება
ბილინგვური სწავლების კოორდინატორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოგის საჯარო სკოლა
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
17.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
565 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ნინოწმინდა
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
1 თვე

ფუნქციები
                             • ბილინგვური სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვის საკითხებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინირება:
• ბილინგვური რესურსების გაზიარება ქართულ და მშობლიურ ენებზე;
• ადგილობრივი და დამხმარე მასწავლებლების თანამშრომლობის ხელშეწყობა;
• ესგ-ს პრიორიტეტულ თემებზე დაყრდნობით სკოლაში არაფორმალური განათლების განვითარებას: კოორდინაციას გაუწევს არაფორმალური განათლების აქტივობების დანერგვას ორივე ენაზე: დაეხმარება ადგილობრივ და ორენოვან მასწავლებლებს დაგეგმონ მშობლიურ და/ან სახელმწიფო ენებზე სხვადასხვა მიზნობრივი პროექტები;
• სასკოლო თემში გუნდური თანამშრომლობის კულუტრის დამკვიდრების ხელშეწყობა;
• სასკოლო ქსელის შექმნის ხელშეწყობა და პროცესების ფასილიტაცია;
• თანამშრომლობა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების საგნობრივ ექსპერტებთან შინაარსობრივ და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით (მასწავლებელების საგნობრივი შეკითხების შეგროვება; საგნობრივ ექსპერტებთან მასწავლებლების სამუშაო შეხვედრების ორგანიზება);
• მხარდამჭერი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა;
• შერჩეული რაიონების სკოლებში მოსწავლეთა მიღწევების შეფასების პროცესში მონაწილეობს (ტესტების ადმინისტრირება);
• ბილინგვური სასწავლო პროცესის მონიტორინგი, უკუკავშირი და ანგარიშგება;
• განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმირება შერჩეული რაიონების სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან მასწავლებლის პროფესიული განვითარების სახლის მიერ ორგანიზებული პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა;
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       B2       B2
სომხური       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ნინოწმინდა, სოფელ ფოკა
საკონტაქტო ტელეფონები
577325559
საკონტაქტო პირი
მოვსეს ალვანჯიან

დამატებითი მოთხოვნები
                    სავალდებულო: ·
უმაღლესი განათლება - განათლების მინიმალური ზღვარი /ან · დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი;
სასურველი მოთხოვნები:
· პედაგოგიური გამოცდილება;
· ეროვნული სასწავლო გეგმისა და კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო პრინციპების ცოდნა;
· არაფორმალური აქტივობების დაგეგმვისა და ჩატარების გამოცდილება.
ცოდნა/კომპეტენცია:
· გუნდური მუშაობის უნარი;
· ანალიტიკური უნარი;
· მოტივაცია;
· კრიტიკულ და სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება;
· პუნქტუალურობა და მაღალი ბასუხისმგებლობის გრძობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    დამსაქმებელთან შეთანხმებით, კანდიდატებს შეუძლიათ შეითავსონ დამატებითი საათები სკოლაში (10 საათი). მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებულ მოვალეობას შეუფერხებლად შეასრულებენ.

კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - კომისია გადაწვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება