ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 14 საათი, 36 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 4

x შიდა კონკურსი:
- შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.
- შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.

ვაკანსიის N 67468     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
კატეგორია
იურიდიული/ეკონომიკა
განცხადების ბოლო ვადა
16.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
1200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - მინისტრის აპარატის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვაში მონაწილეობის მიღება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
- მინისტრის აპარატის საფინანსო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, მინისტრის აპარატის ფინანსურ ვალდებულებათა შესრულება;
- მინისტრის აპარატის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
- მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული შესყიდვების კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების წარმოება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
იურიდიული/ეკონომიკური მიმართულებით;
საკონკურსო თემატიკა
                    

  - საქართველოს კონსტიტუცია;
 - აფხაზეთის კონსტიტუცია;
 - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV თავები);
 - საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
 - საქართველოს კანონი „საგადასახადო კოდექსი“; (XI თავი);
 - საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
 - საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.“
 


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის 17-ე
საკონტაქტო ტელეფონები
577 94 77 03 577 94 78 03
საკონტაქტო პირი
კრისტინე კაჭარავა, მაია შენგელია

დამატებითი მოთხოვნები
                    
 შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
 საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft office word, microsoft officeExcel);
 ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (edocument) მუშაობის გამოცდილება.
         კომპეტენციები და უნარები:
   - ანალიტიკური აზროვნება;
   - გუნდური მუშაობა;
   - დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
   - ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
   - საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
   - დროის ეფექტიანი მართვის უნარი. 

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამსახურის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას. 
- აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი.
კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ბიუროს ადმინისტრირებული ვებ-გვერდის საშუალებით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით;
- კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება