ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 15 საათი, 1 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 6


ვაკანსიის N 67465     

თანამდებობის დასახელება
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
16.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
2000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                              - სამართალშემოქმედება, სამართლებრივი უზრუნველყოფა და საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება;
 - სამართალშემოქმედებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაცია;
 -კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი მიმართვა;
 - ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოების სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლების, საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმებისა და ახალი მიდგომების მიმართულებით სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და თანამშრომლობის კოორდინაცია;
 - მოვალეობების განაწილება მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და მათთვის მითითებებისა და განკარგულებების გაცემა;
 - თვალყურის დევნება მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე;
 - ხელის მოწერა ან ვიზის დადება მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში  მომზადებულ დოკუმენტებზე;
 - ანგარიშვალდებულება მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის  მუშაობისათვის;
 - მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულის დასკვნების  წარდგენა მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის მოადგილისთვის;
 - მინისტრს წინადადებების წარდგენა მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
 - მინისტრის ან/და  კურატორ მინისტრის მოადგილის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
- წარმართავს მოხელის შეფასების პროცესს, მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

 საქართველოს კონსტიტუცია;
 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
 - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია;
 - საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
 - საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“;
 - საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
 - საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
 - საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;
 - საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“;
 - საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“;
 - საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
 - საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
 - საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
 - საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;
 - საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
 -  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N220 დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
 - საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“;
 - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N158 ბრძანება „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე;
-  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 სექტემბრის N38 დადგენილება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის
დამტკიცების შესახებ“;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 2014 წლის 17 ნოემბრის N56 დადგენილება „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.“


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის 17-ე
საკონტაქტო ტელეფონები
577 94 77 03 577 94 78 03
საკონტაქტო პირი
კრისტინე კაჭარავა, მაია შენგელია

დამატებითი მოთხოვნები
                      სამართლებრივი კუთხით მუშაობის 5 წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
 სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
 საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft office word, microsoft officeExcel);
 ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (edocument) მუშაობის გამოცდილება.

       კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
- ცვლილებების/ სიახლეების  ინიციირებისა და მართვის უნარი;
- პროექტების მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამსახურის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას. 

- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- კანდიდატმა უნდა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელე ან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული
პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით;
- კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება