ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 13 საათი, 27 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 9


ვაკანსიის N 67459     

თანამდებობის დასახელება
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
კატეგორია
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა
16.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
2000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             
-მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე მინისტრის  დავალების საფუძველზე მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების, შემოწმების შედეგების კონტროლი;
-სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ  მოხელის კლასის მინიჭებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებით წამოდგენილი  წინადადებების განხილვა  და მინისტრისათვის წარდგენა;
-მინისტრის წინაშე შუამდგომლობა სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მინისტრის აპარატის ამოცანათა დროულად და ხარისხიანად შესასრულებლად;
-კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის აპარატის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
-კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა. მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;
-მინისტრის აპარატში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია; დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) ორგანიზების კონტროლი;
-დეპარტამენტის შინაგანაწესის და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება;
-ადმინისტრაციის (დეპარტამენტი)  მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების თვალყურის დევნა, ადმინისტრაციაში  (დეპარტამენტი)   მომზადებულ დოკუმენტების ვიზირება;
-მინისტრის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა. ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება, სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება;
-მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მოხელეთა მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა;
-კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

   - საქართველოს კონსტიტუცია;
   - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
   - საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
   - საქართველოს კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
   - საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
   - საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
   - საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
   - საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება „საჯარო  სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“;
   - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანება „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული
აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
  - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 სექტემბრის N38 დადგენილება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;
  - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილება „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.“
 


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის 17-ე
საკონტაქტო ტელეფონები
577 94 77 03 577 94 78 03
საკონტაქტო პირი
კრისტინე კაჭარავა, მაია შენგელია

დამატებითი მოთხოვნები
                    შესაბამის სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft office word, microsoft officeExcel);
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (edocument) მუშაობის გამოცდილება.
     კომპეტენციები და უნარები:
1. ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
2. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
3. სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
4. სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
5. ცვლილებების/ სიახლეების  ინიციირებისა და მართვის უნარი;
6. პროექტების მართვის უნარი;
7. თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
8. მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
9. გუნდის განვითარების უნარი;
10. პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში სამსახურის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას. 

- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- კანდიდატმა უნდა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელე ან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული
პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ბიუროს ადმინისტრირებული ვებ-გვერდის საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით;
- კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება