ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 14 საათი, 11 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 32


ვაკანსიის N 67454     

პოზიციის დასახელება
პროექტების მენეჯერი
კონკურსის ტიპი
სხვა
ორგანიზაცია
შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“
ორგანიზაციის შესახებ
                    საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანებია:
- გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
- უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
- ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.
                    
კატეგორია
პროექტების მართვა
განცხადების ბოლო ვადა
22.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
1750 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - პროექტების სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა, განხორციელება, ბიუჯეტირება, კოორდინაცია, პროცესის მართვა და მონიტორინგი);
- ადგილობრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან პროექტებით დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112″-ში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება, საერთაშორისო გამოცდილებების შესწავლა და ახალი პროექტების ინიცირება;
- ანგარიშების მომზადება და საპროექტო განაცხადების შედგენა;
- რელევანტური დოკუმენტაციის თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით;
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Project            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ლისის ქუჩა N1ა
საკონტაქტო ტელეფონები
0322-41-96-92;
საკონტაქტო პირი
სალომე კირვალიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    - პროექტების ინიცირების, წერის, დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- საქმიანი მიმოწერის წარმოების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია-პრეზენტაციის კარგი უნარები;
- მაღალი ანალიტიკური აზროვნების უნარები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ში დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

- პროფესიული ზრდისა და შეფასების სისტემის საფუძველზე კარიერული განვითარების საშუალებას;
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- შშმ პირებისთვის ადაპტირებულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორაციული ტელეფონის ნომერს;
- ტრანსპორტით უზრუნველყოფას.

დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე www.112.gov.ge
                    


საწყის გვერდზე დაბრუნება