ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

9 დღე, 14 საათი, 58 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 13


ვაკანსიის N 67430     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დავების წარმოების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. 
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).
                    
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
25.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             •	ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოებში წარსადგენად სახელმწიფოს პოზიციის ამსახველი ინგლისურენოვანი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
•	ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების პრეცედენტული სამართლის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
•	სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვა შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა;
•	დეპარტამენტის მიზნებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებები - https://www.ohchr.org/EN/HRBodies/Pages/Overview.aspx;
  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები -  https://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=basictexts&c=;  
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი - https://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=caselaw/analysis&c;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება" https://matsne.gov.ge/ka/document/view/2177616.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 24ა
საკონტაქტო ტელეფონები
2405985

დამატებითი მოთხოვნები
                    •	იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
•	ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ცოდნა;

•	შედეგზე ორიენტაცია;
•	პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
•	გუნდური მუშაობა;
•	მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
•	ინფორმაციის შეგროვება;
•	ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
•	პრობლემების ანალიზი;
•	კრიტიკული აზროვნება;
•	დროის ეფექტიანი მართვა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; დაზღვევის კორპორაციულ პირობებს.

•	კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
-	უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); 
-	სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი. 
•	აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
•	აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
•	ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
•	კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
•	შეფასების ეტაპზე კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას (ინგლისურ ენაზე), რომლის წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 51%-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება;
•	გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა – 5).

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება