ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 15 საათი, 9 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 1


ვაკანსიის N 67366     

პოზიციის დასახელება
ექიმი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N 41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
კატეგორია
ჯანდაცვა/სოციალური საკითხები
განცხადების ბოლო ვადა
20.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
450 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
ქუთაისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
1 თვე

ფუნქციები
                             გაუწიოს მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომლებს საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარება, კონსულტაცია. 

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
ექიმი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქუთაისი, რუსთაველის N127
საკონტაქტო ტელეფონები
592433474
საკონტაქტო პირი
მარიამ გუბელაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    1.	კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:
1.1.	 ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში - ,,საოჯახო მედიცინა’’ ან ,,პედიატრია’’;
1.2.	 ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე;
1.3.	 იცოდეს სახელმწიფო ენა.
2.	კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:
2.1.	გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
2.2.	 ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
2.3.	 ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
2.4.	 დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი;
2.5.	 სასურველია ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში;
2.6.	 მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა, (საექიმო სპეციალობის ფარგლებში)).

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1.1. საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;
1.2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
1.3. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
1.4. დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
1.8. სამოტივაციო წერილი.
2. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის  შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე აღნიშნული კანდიდატურა არ განიხილება. 
3. განცხადებების გადარჩევის შემდეგ, გასაუბრება ჩატარდება თითოეულ მსურველთან, შეირჩევა მათ შორის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს  ხმათა უმრავლესობით. განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება