ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

9 დღე, 21 საათი, 34 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 0


ვაკანსიის N 67083     

პოზიციის დასახელება
ქედის მაგისტრატი სასამართლოს სტაჟიორი
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
27.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
ქედა
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             - სტაჟირების მიზანია სასამართლოს საქმიანობის სათანადო ეფექტიანობისა და ხარისხის ზრუნველსაყოფად მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა, დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობების შექმნა.
- სასამართლო სტაჟიორს უქმნის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების სათანადო პირობებს.
- უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია იზრუნოს სტაჟიორის პროფესიულ განვითარებაზე.
- უშუალო ხელმძღვანელი ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას, აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს მიმართულებას და დავალებებს. 
- დაუშვებელია უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სტაჟიორისთვის მიცემული ტექნიკური ხასიათის დავალებების წილი აღემატებოდეს სტაჟიორის მთლიანი საქმიანობის ნახევარს.
სტაჟიორი ვალდებულია:
ა) გაეცნოს საერთო სასამართლოების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას და მასზე დაკისრებული დავალებების შესრულებისას, იხელმძღვანელოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით;
ბ) დაიცვას სასამართლოს შინაგანაწესი;
გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისა და სასამართლოს მენეჯერის ყველა სამსახურებრივი დავალება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

თ) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

ი) "საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება.

კ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 18 სექტემბრის №1/251 გადაწყვეტილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი #358
საკონტაქტო ტელეფონები
577 14 88 94
საკონტაქტო პირი
ნონა დუმბაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი;
ბ) დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა კურსის სტუდენტი.
უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირება;
- დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი (ან ცნობა) ან დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა კურსზე სწავლის დამადასტურებელი ცნობა;
- ორი სარეკომენდაციო წერილი, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;
- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და შემდეგ ეტაპზე (გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განცხადების (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
- კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 დღისა, კანდიდატს ეცნობება შესაბამისი ეტაპის შედეგი განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
- მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.
- სტაჟიორობის კანდიდატმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კონკურსის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში სასამართლოს დამატებით უნდა წარუდგინოს:
ა) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ბ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
- კანდიდატებმა გასაუბრების ეტაპზე სავალდებულოდ უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                სტაჟირების კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით განაცხადის წარდგენის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება