ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 21 საათი, 51 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 2


ვაკანსიის N 67079     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
იმერეთის პრობაციის ბიუროს ჯგუფის უფროსი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. სააგენტოს მიზანია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებითა და მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
                    
კატეგორია
პრობაცია
განცხადების ბოლო ვადა
18.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
1500 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ქუთაისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - ამუშავებს და ამზადებს პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ გაცემულ მითითებებსა და დავალებებს, ბიუროს უფროსის მიერ მასზე დელეგირების შემთხვევაში, ანაწილებს ჯგუფში პრობაციის ოფიცერთა შორის სააღსრულებო საქმეებს, შემოსულ კორესპონდენციას, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
- ახორციელებს კონტროლს ჯგუფში პრობაციის ოფიცერთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
- ამოწმებს ჯგუფში მომზადებულ დოკუმენტებს, ახდენს მათ ვიზირებას; ხელს აწერს ჯგუფში მომზადებულ დოკუმენტებს, კომპეტენციის ფარგლებში; 
- ახდენს პრობაციის სისტემის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომ - პროგრამა) მსჯავრდებულთა გამოცხადების რეჟიმის რედაქტირებას; 
-  უზრუნველყოფს, შესაბამის პროგრამაში, სააღსრულებო საქმის სხვა პრობაციის  ბიუროში გადატანას; 
-  უზრუნველყოფს პროგრამაში დასრულებული სააღსრულებო საქმის არქივში გადატანას;
-  ადასტურებს პროგრამაში მსჯავრდებულის რეგისტრაციას, ტექნიკური ხარვეზის გამო, პროგრამაში მსჯავრდებულის გამოცხადების ასახვის შეუძლებლობის შემთხვევაში;
- ამოწმებს, შესაბამის მონაცემთა ბაზებში, მსჯავრდებულთა მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას, ასევე საზღვარგარეთ ყოფნის ნებართვის კანონიერებას და ვადებს;
- უშუალოდ აღასრულებს იმ სამართლებრივ აქტს, რომელსაც მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“, აგრეთვე, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ მასზე აღსასრულებლად გადაცემულ მნიშვნელოვან სამართლებრივ აქტებს;
- უფლებამოსილია, სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია  და შესაბამისი დოკუმენტები, გამოითხოვოს სასამართლოდან, სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან;
- აწარმოებს  სტატისტიკურ მონაცემებს, ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში;
-  ახდენს მსჯავრდებულის ადმინისტრირების კონტროლს;
- აკონტროლებს მსჯავრდებული პირისთვის საპრობაციო ვადის ინდივიდულური გეგმის შემუშავების პროცესს;
- აკონტროლებს და აძლევს მითითებებს პრობაციის ოფიცრებს სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შედგენასთან დაკავშირებით, რომელსაც ათანხმებს ბიუროს უფროსთან და უგზავნის შიდა აუდიტის დეპარტამენტს;
- აკონტროლებს ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის პროგრამას თითოეულ მსჯავრდებულთან მიმართებით;
- ამოწმებს და ამუშავებს ბაზაში შესატანი ცვლილებების კანონიერებასა და საჭიროებებს და ახდენს გრაფიკში ცვლიებებს (რეჟიმის შემსუბუქება, დამძიმება, გრაფიკის გაგრძელება, გამოცხადების დამოწმება და ა.შ.);
- აკონტროლებს ოპერატორების მუშაობას, ასევე პიროვნების ბაზაში დაუფიქსირებლობის, ან სხვა ხარვეზის შემთხვევაში ახდენს ხარვეზის აღმოფხვრას;
- ახდენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის მიმართულებით საქმის წარმოების კონტოლს;
- ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ბიუროს უფროსთან ერთად, განიხილავს შესრულებულ სამუშაოს და ადგენს მომდევნო დღის სამუშაო გეგმას;
- ბიუროს უფროსის არყოფნის შემთხვევაში შესაძლებელია შეასრულოს მისი მოვალეობა;
- საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) „საქართველოს კონსტიტუცია“ (II თავი);

ბ) „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და  პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;

დ) „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“;

ე) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III და IV თავი);

ი) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;

კ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი (VI,VII და IX თავი);

ლ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის  31 დეკემბრის №485 ბრძანება;

მ) „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანება;

ნ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსრუციის  მინისტრის 2018 წლის 9 აგვისტოს №321 ბრძანება;

ო) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის  31 დეკემბრის №486 ბრძანება;

პ) „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება;

ჟ) „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის № 502 ბრძანება;

რ) „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება;

ს) „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანება.


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი. ალ.ყაზბეგის გამზ. #42
საკონტაქტო ტელეფონები
2303012
საკონტაქტო პირი
მადონა ითაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    - უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული, სოციალური მუშაობის, ფსიქოლოგიის ან განათლების მეცნიერებების მიმართულებით;
-  იურიდიული, სოციალური მუშაობის, ფსიქოლოგიის ან მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი  გამოცდილება;
-  სასურველია კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Ms office Word; Ms office Excel; Ms. Office Outlook; Ms. Office PowerPoint; ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის - „დესი“-ს ცოდნა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - დახურული კონკურსი: საჯარო მოხელე მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს;
• კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან;
• კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს;
• კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); იმ შემთხვევაში თუ დიპლომი გაცემულია უცხო ქვეყნის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დოკუმენტს უნდა ახლდეს შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი ქართულ ენაზე;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). იმ შემთხვევაში თუ ცნობა გაცემულია უცხო ენაზე, დოკუმენტს თან უნდა ახლდეს შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი ქართულ ენაზე; დოკუმენტში გარკვევით უნდა ჩანდეს რა სპეციალიზაციით მუშაობდა, ან მუშაობს აპლიკანტი;
• ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
• აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
• მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
• ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
• კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
• კონკურსი ითვლება გავლილად კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
• კანდიდატის კონკურსის რომელიმე ეტაპზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება წარმოადგენს კანდიდატის დაუშვებლობის საფუძველს, მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა ან დაგვიანება საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა;

- ბლოკში „დამატებითი დოკუმენტაცია“ კანდიდატმა უნდა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან რეზერვში ჩარიცხული პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

• კანდიდატები ვალდებულნი არიან კონკურსზე გამოცხადებისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება