ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 21 საათი, 59 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 19


ვაკანსიის N 67078     

პოზიციის დასახელება
მონიტორნგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
კატეგორია
შრომა და დასაქმება
განცხადების ბოლო ვადა
24.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
750 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             - სააგენტოს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ერთეულების(რეგიონალური/ადგილობრივი ცენტრები/წარმომადგენლები) საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება.
- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების კანონიერად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პროგრამული მონიტორინგის/ინსპექტირების ჩატარება,
ასევე ამ პროგრამებით მიწოდებული სერვისების ხარისხის პერიოდული მონიტორინგი.
- შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი);
- შიდა აუდიტის ობიექტის, სააგენტოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი);
- კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგის და ზედამხედველობის გაწევა ტერიტორიულ ერთეულში საშუამავლო მომსახურებების(საგზურები სტაჟირება, სუბსიდირება
და ზოგადად ვაკანსიები) ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე.
- სპეციალური უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში, ‘’სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ გაცემული, ასევე სააგენტოს დებულებით განსაზღვრული სხვა, მის კომპეტენციაში შემავალი დავალებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
6 თვე
პროფესია
ბიზნესის ადმინისტრირება
საკონკურსო თემატიკა
                    

- "საქართველოს შრომის კოდექსი"

- საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის №662 დადგენილება

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019  წლის 31 ოქტომბრის N01-110/ნ  ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულება“.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2
ინგლისური       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი, მ.ასათიანის #9
საკონტაქტო ტელეფონები
595035060

დამატებითი მოთხოვნები
                    - ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კრეატიულობა;
- საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება;
- შედეგზე ორიენტირებული;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და სამოტივაციო წერილის ატვირთვა სავალდებულოა.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის ერთობლიობით, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება