ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

8 დღე, 22 საათი, 21 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 1


ვაკანსიის N 67075     

პოზიციის დასახელება
თელავის რაიონული სასამართლოს აპარატის კურიერი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
თელავის რაიონული სასამართლო
კატეგორია
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა
26.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
650 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თელავი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             1. საკურიერო მომსახურების გაწევა სასამართლოს სამსახურებრივი ავტომანქანით;
2. სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სისხლის და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით გზავნილების ჩაბარების უზრუნველყოფა.
3.  სასამართლო ბრძანებებისა და სხვადასხვა დოკუმენტების ჩაბარება საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, ასევე სხვა დაწესებულებებში.
4. თელავის რაიონული სასამართლოს სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა  და ზედამხედველობა;
5. უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
6. საჭიროების შემთხვევაში კურიერს მოვალეობის შესრულება შესაძლოა მოუწიოს არასამუშაო საათებში და არასამუშაო დღეებში.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავი;

გ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება.

 


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის N41
საკონტაქტო ტელეფონები
577 28 36 45
საკონტაქტო პირი
ნანა თეთრაული

დამატებითი მოთხოვნები
                    1. მსუბუქი ავტომანქანის მართვის მოწმობის ფლობა;
2. სასურველია სამუშაო გამოცდილება საკურიერო სფეროში.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შერჩევის მიზნით ცხადდება გამარტივებული კონკურსი;

კანდიდატი ვალდებულია ჩემი რეზიუმეს დამატებითი დოკუმენტაციის ბლოკში ატვირთოს:
- მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- განათლების ველში ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

საჯარო სამსახურში პირი შრომითი ხელშეკრულებით არ მიიღება თუ:
- იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის, იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
- მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
- მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
- იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მოცემულ ვაკანსიაზე პირი მიიღება ხელშეკრულებით 3 თვის ვადით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი განაცხადის წარდგენის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება