ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 22 საათი, 29 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 40


ვაკანსიის N 67074     

პოზიციის დასახელება
სტაჟიორი სატელეფონო ცენტრში
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
22.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
20
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი

ფუნქციები
                             • სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა, მათთვის სათანადო სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის (ონლაინ-ჩეთი, ოფიციალური Facebook-ი) გაწევა ან საჭიროებისამებრ გადამისამართება;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე შემოსულ შეკითხვებზე დროული და ადეკვატური პასუხების მომზადება და გაგზავნა;
• უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირებისათვის განმარტება;
• რთული შემთხვევების აღრიცხვა და გასარკვევი საკითხის მიწოდება სატელეფონო ცენტრის კოორდინატორისთვის/უფროსისთვის;
• საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება, პროდუქტებისა და სიახლეების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
• მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით, მათი მხრიდან დაფიქსირებული მოსაზრებების მიღებული წესით დარეგისტრირება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
• სათანადო მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
• მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
• დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 27 იანვრის №32/ს ბრძანებით დამტკიცებული  „სსიპ - "იუსტიციის სახლის" ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტის დამტკიცების თაობაზე“;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ.

საკონკურსო თემატიკით გათვალისწინებული ინფორმაცია და სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია სსიპ იუსტიციის სახლის ვებგვერდზე www.psh.gov.ge


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
571 91 09 93

დამატებითი მოთხოვნები
                    • აუცილებელია კანდიდატი იყოს IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
• სასურველია ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა (B1 დონე);
• სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (იგულისხმება მინიმუმ 2 საოფისე კომპიუტერული პროგრამის კარგად ფლობა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

• კომუნიკაბელურობა;
• ლოგიკური აზროვნება;
• კეთილგანწყობა;
• მოტივირებულობა;
• გუნდურად მუშაობის უნარი
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
• კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა შეავსონ სამოტივაციო წერილის ველი;
• ასევე აუცილებელია სათანადო ველში კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი) ან ცნობა უნივერსიტეტიდან.

სტაჟირების პროცესი მოიცავს ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომლის დროსაც სტაჟიორები პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით.

სტაჟირების პირველი 3 თვე არა ანაზღაურებადია. სტაჟირების პროცესში მიღებული ცოდნისა და გამოვლენილი უნარების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს შესაძლებელია გაუგრძელდეს სტაჟირების ვადა დამატებით 3 თვე. სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება 400 ლარის (დარიცხული) ოდენობით. ანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე ვადით.

წერითი დავალება მოიცავს ტესტირებას ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში;
• გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ზემოთ მითითებული ტესტირებებისთვის განსაზღვრულ 50%-იან ბარიერს, ანუ ტესტირებაში მაქსიმალური 80 ქულიდან თითოეულში მიიღებენ 40 ქულას და მეტს.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება