ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

23 დღე, 21 საათი, 9 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 43


ვაკანსიის N 67070     

პოზიციის დასახელება
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი
კონკურსის ტიპი
სხვა
ორგანიზაცია
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
11.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა
100
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი

ფუნქციები
                             ექსპერტის ფუნქციაა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების პირველ ეტაპზე, შეისწავლოს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია; აგრეთვე, მონიტორინგის ფარგლებში დასადგენი საკითხების შემოწმების მიზნით, გაეცნოს შესაბამის მასალებს და დოკუმენტაციას;
ბ) დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, თითოეულ სტანდარტთან მიმართებით, სტანდარტების რუკის ფორმატში, ჩამოაყალიბოს შენიშვნები, მოსაზრებები და კითხვები, რომელთა გარკვევაც სურს ვიზიტის ფარგლებში და შევსებული სტანდარტების რუკა შეთანხმებულ ვადებში გაუგზავნოს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს;
გ) შესწავლილი დოკუმენტაციის განხილვის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ვიზიტამდე დაგეგმილ ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრაში;
დ) ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში;
ე) ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები; მოახდინოს თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის შესაბამისობის გადამოწმება დაწესებულებაში რეალურად არსებულ მდგომარეობასთან და აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით;
ვ) ვიზიტის/დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ მონაწილეობა მიიღოს შეფასების შედეგების განხილვასა და შეჯამებაში;
ზ) მონაწილეობა მიიღოს დასკვნის პროექტისა და საბოლოო დასკვნის მომზადებაში;
თ) მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საკითხის განხილვაში აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რაც აისახება სხდომის ოქმში. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე მონაწილეობა ექსპერტს (გარდა საერთაშორისო ექსპერტისა) შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნულის შესახებ წერილობით ან ცენტრის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის - info@eqe.ge მეშვეობით შეატყობინებს ცენტრს შესაბამისი საბჭოს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ორი სამუშაო დღით ადრე.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

„ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG)“ 2015 წლის დოკუმენტის ცოდნა, ბოლონიის პროცესის შესახებ ზოგადი ცოდნა და განათლების სფეროსთან დაკავშირებული შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;

დ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;

ე) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანება;

ვ) შესაბამისი სფეროს დარგობრივი მახასიათებლები.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            დამაკმაყოფილებელი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
საქართველო, თბილისი 0193, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი №2
საკონტაქტო ტელეფონები
(+995 32) 2 200 220

დამატებითი მოთხოვნები
                    კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან დოქტორანტი, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლებისა ან/და სამეცნიერო
კვლევის გამოცდილება;
2. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, აკრედიტაციის ექსპერტს შეიძლება ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და შესაბამის სფეროში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება;
3. საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში, განხორციელებასა და განვითარების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
4. კომპიუტერული უნარების ქონა;
5. შემდეგი უნარების/პიროვნული თვისებების ქონა:
ა) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ბ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
გ) სტრესულ გარემოსა და შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
დ) პასუხისმგებლობა და დამოკიდებულება შესასრულებელი სამუშაოს მიმართ;
ე) პრეზენტაბელურობა;
ვ) ქართულ ენაზე გამართული წერითი და მეტყველების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
ზ) სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. ჰუმანიტარული მეცნიერებების (ენების გარეშე) ვიწრო სფეროს, ენების და ხელოვნების ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური ვიწრო სფეროების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევა მოხდება შემდეგ დეტალურ სფეროებში:
ა) 0221 რელიგია და თეოლოგია;
ბ) 0222 ისტორია და არქეოლოგია;
გ) 0223 ფილოსოფია და ეთიკა;
დ) 0231 ენის დაუფლება;
ე) 0232 ლიტერატურა და ლინგვისტიკა;
ვ) 0239 ენები - არაკლასიფიცირებული;
ზ) 0288 ინტერდისციპლინური – მოიცავს ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს;
თ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

2. კანდიდატი ვალდებულია  ბმულის  - https://form.jotform.com/212491220723446 - მეშვეობით მიუთითოს ზემოთ ჩამოთვლილი  ის სწავლის სფერო/სფეროები, რომლის/რომელთა კვალიფიკაციის პროგრამის შესაფასებლად მას გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია. კანდიდატი უფლებამოსილია ერთი დეტალური სფეროს ან ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვადასხვა დეტალური სფეროს ქვეშ მონიშნოს რამდენიმე სწავლის სფერო.

3. კანდიდატი ვალდებულია hr.gov.ge - ზე:
ა) წარადგინოს ელექტრონული განაცხადი - ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაცია და კანდიდატის აკადემიური და სამეცნიერო მიღწევები დარგობრივ სფეროში;
ბ) ატვირთოს კვალიფიკაციის/განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
გ) ატვირთოს სამოტივაციო წერილი;
დ) მიუთითოს 2 რეკომენდატორის ვინაობა (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი).

4. კონკურსის ეტაპები:
ა) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კონკურსის გამოცხადება - 2021 წლის 13 სექტემბრიდან 2021 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით;
ბ) კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, გადარჩევა საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით - 2021 წლის 12 ოქტომბრიდან - 25 ოქტომბრამდე;
გ) ტრენინგების ჩატარება;
დ) კანდიდატთა ტესტირება;
ე) გასაუბრება;
ვ) კონკურსის შედეგების ინდივიდუალურად გაცნობა - არაუგვიანეს 2022 წლის 24 იანვრისა;
ზ) საკონკურსო კომისიის ოქმის საფუძველზე ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შერჩეულ კანდიდატთა შეყვანა ექსპერტთა კორპუსში.

•	გასაუბრებაზე დაიშვება ის კანდიდატი, რომელიც წერითი დავალების ეტაპზე მიიღებს წერითი დავალებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ს.  გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო კომისიის მიერ შეფასდება როგორც დარგობრივი, ასევე, სამართლებრივი აქტების ცოდნა, მათი გამოყენების ანალიტიკური უნარები, აგრეთვე, დამატებით მოთხოვნებში მითითებული უნარები და პიროვნული თვისებები;
•	ტრენინგი, ტესტირება და კანდიდატის გასაუბრება განხორციელდება დისტანციურად, კომუნიკაციების თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით;
•	ტესტირებასა ან გასაუბრებაზე კანდიდატის არასაპატიო მიზეზით მონაწილეობის არ მიღება, წარმოადგენს კანდიდატის კონკურსიდან მოხსნის საფუძველს.



                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით.

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება