ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 21 საათი, 5 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 0


ვაკანსიის N 67069     

პოზიციის დასახელება
სკოლის ექიმი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლა
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა
20.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
470 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ჩოხატაური
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             1. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა;
2. იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;
3. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
4. ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
5. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრავმის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილისა და სხვათა დროს;
6. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში);
7. მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში;
8. ქრონიკული დაავადებების (მაგალითად: სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
9. ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
10. სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;
11. ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას;
12. გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
13. სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;
14. სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
15. მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვ. შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად);
16. ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება;
17. სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა;
18. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
ექიმი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ჩოხატაური, სოფელი წიფნარი
საკონტაქტო ტელეფონები
577625199
საკონტაქტო პირი
ბელა ცინცაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:
1.1. ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა", „თერაპია", ან „პედიატრია";
2. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:
2.1. გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებს 3 წლის სტაჟი;
2.2. ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
2.3. დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი;
2.4. მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა (საექიმო სპეციალობის ფარგლებში)).
3. თანაბარ პირობებში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც არ არის დასაქმებული სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერთიფიკატს სამივე სპეციალობაში („საოჯახო მედიცინა", „პედიატრია", „თერაპია").

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატ(ები)ის ასლ(ებ)ი;
5. დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერთიფიკატები და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
6. სამოტივაციო წერილი.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვიდან ერთი თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება