ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 21 საათი, 19 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 49


ვაკანსიის N 67067     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
სამართალშემოქმედების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (კერძო სამართლის მიმართულებით)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. 
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა). 

                    
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
20.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
2300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             •	საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
•	„ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში არსებული საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და საკანონმდებლო წინადადებების განხილვა საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით და უფლებამოსილებების ფარგლებში, სამინისტროს პოზიციის მომზადება;
•	კერძო/საჯარო სამართლის დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, სახელმწიფოთა შესაბამისი კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში საჭირო კვლევების განხორციელება;
•	საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სამინისტროს ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება;
•	სამინისტროსთვის განსაზღვრული საკანონმდებლო დავალებების შესრულების მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
•	მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში შესწორებების შეტანა;
•	კანონმდებლობით სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, დეპარტამენტში შემოსული სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
•	კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების საკანონმდებლო წინადადებების განხილვა და სათანადო პასუხების მომზადება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (წიგნი პირველი, წიგნი მეორე, წიგნი მესამეს ზოგადი ნაწილი და I-VII კარები);
  • „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 24ა
საკონტაქტო ტელეფონები
599850242

დამატებითი მოთხოვნები
                    •	იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
•	სამართლებრივი აქტების პროექტების ან/და სამართლებრივი კვლევისა და ანალიზის ამსახველი დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;

•	შედეგზე ორიენტაცია;
•	პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
•	გუნდური მუშაობა;
•	მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
•	ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; დაზღვევის კორპორაციულ პირობებს.

•	კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); 
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი. 

•	აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
•	აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
•	ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
•	კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
•      შეფასების ეტაპზე კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას შესაბამის სფეროში რომელიმე პრობლემურ საკითხზე მსჯელობის (ანალიზი და შესაბამისი დასაბუთება) ფორმით. პროფესიული წერითი დავალების წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის მინიმუმ 70%-ის შესაბამისი ქულის მიღება.
•	გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა – 5).

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება