ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 21 საათი, 13 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 43


ვაკანსიის N 67051     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის შესყიდვების სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახალხო დამცველის აპარატი
კატეგორია
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა
24.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
2100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა კანონმდებლობით გათვალსიწინებულ ვადაში;
-  სახელმწიფო შესყიდვების პროცესის დაგეგმვა/ორგანიზება;
- წლის განმავლობაში აპარატის მიერ შესასყიდი საქონლის რაოდენობის დაზუსტება;
- ტენდერების გამოცხადების პროცედურის წარმართვა და სატენდერო კომისიასთან თანამშრომლობა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სატენდერო ხელშეკრულებების მომზადება და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენა; სატენდერო ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირება/შეტანა;
- სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ინიცირებისას მათი წინასწარი კონსულტირება წარმოსადგენი დოკუმენტების და მათი შინაარსის თაობაზე, ვიზირება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში;
- სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით კომპეტენციის ფარგლებში მიმწოდებლების მოძიება, პროდუქციის ოპტიმალური დასახელების, ხარისხის ფასის და რაოდენობის მიხედვით მიმწოდებელთან ურთიერთობა;
- გამარტივებული შესყიდვების ელექტრონული და ელექტრონული ტენდერების დაგეგმვა და ორგანიზება;
- მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებების პირობების მუდმივი მონიტორინგი;
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მათი შესრულების შესახებ ინფორმაციის წარმოება/წარდგენა;
- სახელმწიფო შესყიდვების დადგენილი წესის მიხედვით საჭირო დოკუმენტაციის მათ შორის ხელშეკრულებების და შეთანხმებების წარმოება;
-  სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და ოპერატიულობა;
- ოქმებისა და მიმდინარე დოკუმენტაციის მოზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისობაში მოყვანა;
- იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორების განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
ბიზნესის ადმინისტრირება ან იურიდიული
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
  • ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანება;
  • ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანება;
  • ,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანება;
  • ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანება;
  • ,,სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის N5 ბრძანება;
  • ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის ბრძანება №99.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N80
საკონტაქტო ტელეფონები
(+995)598 845 362
საკონტაქტო პირი
ხატია მელაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    კანდიდატს მოეთხოვება:

- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით.

პიროვნული მახასიათებლები:

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების  ინიცირების უნარი; 
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
– შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;
– შესყიდვების მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;
– სამოტივაციო წერილი.

წერითი დავალება შეფასდება ქულათა 5 ბალიანი სისტემით;
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც წერითი დავალების შედეგად 5 ქულიდან მიიღებენ, სულ მცირე, 3 ქულას. ამასთან, წერითი დავალებისა და გასაუბრების შედეგების დაჯამება არ ხდება.

მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში ქულათა სისტემით.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება