ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 21 საათი, 23 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 19


ვაკანსიის N 67048     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე
პოზიციის დასახელება
სახელწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, უზრუნველყოფს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად პროექტებსა და მოვლა-შენახვის ღონისძიებებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე.
უწყების მიზანია საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის ევროპულ სტანდარტებთან ინტეგრაცია და გზით მოსარგებლეთა საჭიროებების ეფექტური დაკმაყოფილება, ხოლო ძირითადი ამოცანებია:
- საქართველოში საავტომობილო გზების უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება;
- მგზავრობის დროის შემცირება სატრანზიტო ნაკადის გაზრდა;
- საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის რაციონალური მართვა/გაუმჯობესება;
- საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების გაუმჯობესება.
                    
კატეგორია
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა
22.09.2021
თანამდებობრივი სარგო:
3600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა, სათანადო დროული რეაგირება და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისთვის დავალებების გადანაწილება;
- სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა ან/და ვიზირება;
- სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავების, მასში შესატანი ცვლილებების მომზადების პროცესში ჩართულობა და მონიტორინგის/კონტროლის განხორციელება;
- სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პარამეტრების გათვალისწინებით, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე, დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვის პროცედურების მიმდინარეობის მონიტორინგი.
- შესყიდვის პროცედურის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადების კონტროლი ან/და საჭიროების შემთხვევაში მათი მომზადება
- საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ანგარიშის/ინფორმაციის მომზადების კონტროლი ან/და საჭიროების შემთხვევაში მათი მომზადება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასება/მონიტორინგი და მათთვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ წინადადებების წარდგენა უშუალო უფროსთან;
- სამსახურის თანამშრომელთა შორის გუნდური მუშაობის პრინციპის მხარდაჭერა, რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. საჭიროების მიხედვით, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადებისათვის რეკომენდაციების, წინადადებების შემუშავება და წარდგენა უშუალო უფროსთან;
- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და გაგზავნის პროცესის ხელშეწყობა;
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, დეპარტამენტის სხვა უფლებამოსილებების შესრულება.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1595–1599 მუხლები;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლი;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების
დამტკიცების შესახებ“.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი N12
საკონტაქტო ტელეფონები
591217744
საკონტაქტო პირი
ეკატერინე სულხანიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    კანდიდატს მოეთხოვება:
- მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით ან სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 3 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელობის – 1 წელი;
- სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;
- სასურველია Microsoft Office PowerPoint კარგად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
• ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
• საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
• სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
• სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
• ცვლილებების/ სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი;
• პროექტების მართვის უნარი;
• თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
• მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
• გუნდის განვითარების უნარი;
• პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით, (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას).

- აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი).
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;

-კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან წერილობით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება