ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

22 დღე, 21 საათი, 41 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 1


ვაკანსიის N 67045     

პოზიციის დასახელება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,ვებტექნოლოგიები“ მოდულების პროფესიული განათლების მასწავლებელი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - კოლეჯი „მერმისი“
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
10.10.2021
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
გამოსაცდელი ვადა
1 თვე

ფუნქციები
                             1.	პროფესიული განათლების სისტემის თავისებურებებისა და შესაბამისი პროფესიული სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება; 
2.	მოდულის კალენდარული გეგმის შემუშავება, სწავლის შედეგების შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტების შედგენა/შერჩევა და გამოყენება;
3.	პროფესიის მიმართ წაყენებული მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
4.	შესაბამისი პროფესიული სტანდარტის მოთხოვნების, სტუდენტთა ინდივიდუალური და სპეციალური საჭიროებების, ასევე  ასაკობრივი თავისებურებების, დროისა და სასწავლო რესურსების გათვალისწინება სასწავლო პროცესის დაგეგმვისას და წარმართვისას;
5.	ეფექტური სასწავლო გარემოს მოწყობა, მათ შორის ინკლუზიური განათლების პრინციპების გამოყენება;
6.	თითოეული  სტუდენტის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირება - პროფესიისათვის საჭირო ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავებაში დახმარება;
7.	სტუდენტებში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
8.	სწავლის შედეგების მისაღწევად მუშაობის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება სტუდენტებში თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით;
9.	სასწავლო პროცესში ონლაინ პლატფორმის გამოყენება;
10.	შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
პროფესიული
სამუშაო გამოცდილება
3 წელი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Angular            ძალიან კარგი
CSS3            ძალიან კარგი
HTML5            ძალიან კარგი
MYSQL            ძალიან კარგი
PHP            ძალიან კარგი
JavaScript            ძალიან კარგი
Bootstrap            ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, დავით გურამიშვილის ჩიხი 9 ა
საკონტაქტო ტელეფონები
032 214 76 62; 5 77 50 40 44

დამატებითი მოთხოვნები
                    მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

უმაღლესი ან პროფესიული განათლება/პროფესიით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება/შესაბამისი პროფესიის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება.

•	მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•	კომუნიკაციის უნარი;
•	თვითგანვითარების უნარი;
•	ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
•	დროის ეფექტური მართვის უნარი;
•	გუნდური მუშაობის უნარი;
•	მაღალი სამუშაო დისციპლინა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    აუცილებელია კანდიტატმა სისტემაში ატვირთოს:
განათლების დამადასტურებელი/ სამუშაო გამოცდილების/ სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით მოდულების: ,,ვებგვერდის მარკირება და სტილებით გაფორმება“, ,,ვებგვერდის ინტერაქტივისა და ეფექტების შემუშავება - JavaScript“, ,,ვებგვერდის მართვის სისტემების (CMS) გამოყენება“, ,,ვებგვერდის მარკირება  Bootstrap-ის სპეციალიზებული ბიბლიოთეკების საშუალებით“, ,,ვებგვერდის ინტერაქტივისა და ეფექტების შემუშავება Angular-ის საშუალებით“, ,,პრაქტიკული პროექტი  - ვებტექნოლოგიები“  შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: 
https://drive.google.com/drive/folders/1YKbsbAgINZf1NaZkNhwbGLTxUbVUksx2?usp=sharish

ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად ჩატარებული საათების მიხედვით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან 1 თვეში ხმათა უმრავლესობით.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება